საქართველოს სამედიცინო სექტორის ფსიქო-სოციალური რისკების ინტეგრირებული მართვის მოდელი

ფსიქო-სოციალური რისკები და მათი შეფასება შრომის უსაფრთხოება ჯანდაცვის სექტორი ინტეგრირებული მართვის მოდელი პროფესიული გადაღლა

Авторы

августа 1, 2026

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს სამედიცინო სექტორის ფსიქო-სოციალური რისკების ინტეგრირებული მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და ადაპტირებულია საქართველოს სამედიცინო სექტორის სპეციფიკურ საჭიროებებზე. კვლევების პროცესში გამოიკვეთა, რომ: 1. აუცილებელია ადგილობრივი რეალობების - ბუნებრივი პირობების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კულტურული ფაქტორების გათვალისწინება. 2. საერთაშორისო გამოცდილება გვაძლევს საუკეთესო პრაქტიკას, რომლის ინტეგრირება ადგილობრივ სისტემაში შესაძლებელია. მოდელი აერთიანებს ფსიქო-სოციალური საფრთხეების იდენტიფიკაციის, ფსიქო-სოციალური რისკების შეფასების, პრიორიტეტიზაციის, პრევენციისა და მუდმივი გაუმჯობესების მექანიზმებს. ნაშრომში შემოტანილია შემდეგი ძირითადი მახასიათებელი კომპონენტები: ფსიქო-სოციალური საფრთხეების პასპორტი, ფსიქო-სოციალური რისკების ინდექსი და ადრეული გაფრთხილების სისტემა. შემოთავაზებული მოდელის მიზანია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური რისკების მართვის სისტემის გაძლიერება, პროფესიული გადაღლის შემცირება, თანამშრომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხოების კულტურის განვითარება.