მართლმსაჯულების ფსიქოანალიზი და გაუმჯობესების პერსპექტივები (კორუფციული მოტივაციის ტრანსფორმაცია)

ფსიქოანალიზი მართლმსაჯულება მოტივაცია ტრანსფორმაცია ღირსეული ჰონორარი

Авторы

  • გიორგი გოროშიძე ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia
June 16, 2026

სტატიაში ნაცადია დანაშაულებრივი ქცევის შედეგებზე იურიდიული სფეროსთვის დამახასიათებელი ინტენციის არასაკმარისობის ჩვენება, რომელიც ხელიდან უშვებს ამ შედეგების გამომწვევი მიზეზების გარკვევის შესაძლებლობას. ფსიქოლოგიის დარგს, რომელიც დაკავებულია ამ დანაშაულებრივი ქცევის მიზეზების გარკვევით, გააჩნია იმის რესურსები, რომ უფრო უკეთესად განმარტოს როგორც კანონდამრღვევი ქცევის ფორმირების გარემოებანი, ისე ამ ქცევის გამოსწორების მექანიზმები, რაც სამართლის სფეროსთვის მიუღწევადია. კორუფცია, როგორც დანაშაულებრივი ქცევის ერთ-ერთი სახეობა, სასამართლოშიც აღწევს მასში მყარი ბუნებრივი ტენდენციების არსებობის გამო. ეს ტენდენცია მდგომარეობს არჩევანის სიტუაციაში მეტი სარგებლიანობის მქონე ქცევის ალტერნატივის უპირატეს არჩევაში, რომელსაც ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ვერაფერს დააკლებს, სანამ არ იქნება მიღწეული დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევი მოტივაციის ტრანსფორმაცია ნეგატიურიდან პოზიტიურამდე. კორუფცია ნეგატიური მოტივაციიდან მომდინარეობს, რომლის ტრანსფორმირებაც პოზიტიურ მოტივაციაში  შეიძლება მხოლოდ ფინანსური დაჯილდოების ლეგალური მექანიზმის გამოყენებით მოხერხდეს. ასეთია მოსარჩელისგან მოსამართლისთვის „ღირსეული ჰონორარის“ ლეგალური გადაცემა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სასამართლოს მოთხოვნით გადაცემული ფინანსური კომპენსაციების მოცულობიდან, რაც მკვეთრად შეამცირებს სასამართლოში მოპასუხის კორუფციულ მანიპულაციებს.