2024-2025 წლების საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, მანქანური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით

ჰიბრიდული მოდელი მონაცემთა ასიმილაცია attention-მექანიზმი nudging-კორექცია ღრმა სწავლება ნეირონული ქსელები მაკროეკონომიკური ინდიკატორები

Авторы

июня 8, 2026

 ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი და შეფასება, როგორც რეალურ, ისე სიმულაციურ გარემოში, დიდწილად ეფუძნება მაკროეკონომიკური მდგომარეობის სანდო და ზუსტ პროგნოზირებას. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად ნაშრომში განხილულია ღრმა ნეირონული ქსელების არქიტექტურული შესაძლებლობები და შემოთავაზებულია ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს Long Short-Term Memory (LSTM) კომპონენტს, attention-მექანიზმს და nudging-ზე დაფუძნებულ კორექციულ მიდგომას.

მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზირების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბებულია ადაპტირებადი ალგორითმული სისტემა, რომელიც ჰიბრიდული ნეირონული ქსელის ფარგლებში აერთიანებს დროითი მწკრივების დამუშავების, მნიშვნელოვანი ცვლადების იდენტიფიცირებისა და პროგნოზის კორექციის მექანიზმებს. აღნიშნული მიდგომა პროგნოზის შედეგებს ეტაპობრივად აუმჯობესებს მონაცემთა ასიმილაციის პრინციპზე დაფუძნებული nudging-კორექციის გამოყენებით.

ექსპერიმენტული შეფასებისათვის გამოყენებულ იქნა საქართველოს რეალური მაკროეკონომიკური მონაცემები. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ შემოთავაზებული სისტემა უზრუნველყოფს პროგნოზირების მაღალ სიზუსტეს და ინარჩუნებს მდგრადობას მოდელის გარე პარამეტრების ცვლილების პირობებშიც.