მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლების შეფასების პარამეტრების სისტემის ჩამოყალიბება

პერსონალის შერჩევა და შეფასება ტექნიკური და რბილი უნარები პიროვნული მახასიათებლების დიდი ხუთეულის მოდელი ფოკუს ჯგუფის მეთოდი

Авторы

мая 28, 2026

ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალის არსებობა, ვინაიდან მათ მუშაობაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება და კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. კანდიდატების შესარჩევად და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შესაფასებლად, აუცილებელია შეფასების პარამეტრების რელევანტური სისტემის შემუშავება. წინამდებარე სტატიაში განხილულია მარკეტინგული სამსახურის მაგალითზე თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც, თავის მხრივ, გამოყენებული იქნება შემავალი პარამეტრების სახით ხელოვნური ნეირონული ქსელის მოდელში.  პარამეტრების სისტემის დასადგენად, კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომლების/კანდიდატების შეფასების დროს შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ტექნიკური და რბილი უნარები, ასევე პიროვნული მახასიათებლები. შემდეგ ეტაპზე, თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდის - ფოკუს ჯგუფის გამოყენებით, სფეროს ექსპერტების მიერ დაზუსტდა და გამოიკვეთა აღნიშნული უნარების კატეგორიები და თითოეული კატეგორიისთვის შესაბამისი პარამეტრები. პიროვნული მახასიათებლების შემთხვევაში მათში შემავალი კონკრეტული ნიშან-თვისებები დასახელდა, რისთვისაც გამოყენებული იყო დიდი ხუთეულის მოდელი. საბოლოო ჯამში, ჩატარებული კვლევებისა და ფოკუს ჯგუფის მუშაობის შედეგების დამუშავების საფუძველზე, მიღებულია  მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლების შეფასების პარამეტრების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, სადაც გაერთიანებულია სამუშაო პოზიციისთვის სპეციფიკური დარგობრივი უნარების, სტრატეგიული/ანალიტიკური კომპეტენციების, ლიდერული და ინტერპერსონალური, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარების და სხვა კატეგორიები, შესაბამისი პარამეტრებით.

Похожие статьи

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

Вы также можете начать расширеннвй поиск похожих статей для этой статьи.