სტრესის მართვის პროცესების ოპტიმიზაცია საინჟინრო კომპანიაში :პრაქტიკული მიდგომა
Загрузки
თანამედროვე საინჟინრო კომპანიებში სამუშაო პროცესის ინტენსივობა,მაღალი პასუხისმგებლობა და დროითი შეზღუდვები მნიშვნელოვან ფსიქოემოციურ დატვირთვას ქმნის თანამშრომლებისთვის.სტრესი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს,რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის პროდუქტიულობაზე ისე ორგანიზაციის საერთო ეფექტურობაზე.აღნიშნულ პირობებში განსაკუთღებულ მნიშვნელობას იძენს სტრესის მართვის პროცესების ოპტიმიზაცია,რომელიც მიმართულია როგორც თანამშრომელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ,ისე ორგანიზაციული შდეგების ზრდაზე.
სტატიაში განხილულია სტრესის მართვის პროცესების ოპტიმიზაციის მოდელი საინჟნრო კომპანიაში,რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას და ინტეგრირებულ მიდგომას.წარმოდგენილია სტრესის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები სამუშაო გარემოში,მათ შორის მაღალი სამუშაო დატვირთვა ,პასუხისმგებლობის დონე, დროითი წნეხი და კომუნიკაციური ბარიერები.აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაციის საფუძველზე შემუშავებულია სტრესის მართის კომპლექსური მოდელი,რომელიც მოიცავს ფსიქოემოციური რეგულაციის ტექნიკებს,კრეატიულ მეთოდებსა და ჯგუფურ სამუშაო ფორმატებს .
განსაკუთღებული ყურადღება ეთმობა პროცესების სტრუქტურირებასა და ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს სტრესის მართვის ინტერვენციების ინტეგრაციას სამუშაო პროცესში.მოდელი მოიცავს ეტაპობრივ მიდგომას,რომელიც აერთიანებს სტრესის შეფასებას,ინდივიდუალური და ჯგუფური ტექნიკების გამოყენებას,ასევე შედეგების მონიტორინგსა და შეფასებას.აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს პროცესების სტანდარტიზაციას და ადაპტირებადობას სხვადასხვა სამუშაო გარემოში.
მიღებული შედეგების ანალიზი მიუთითებს ,რომ სტრესის მართვის პროცესების ოპტიმიზაცია ხელს უწყობს თანამშრომელთა ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შფოთვის შემცირებასა და კონცენტრაციის ზრდას.ასევე ფიქსირდება კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება და გუნდური მუშაობის ეფექტურობის ზრდა.აღნიშნული ფაქტორები პირდაპირ აისახება ორგანიზაციის პროდუქტულობასა და სამუშაო პროცესის ხარისხზე.
დასკვნის სახით,სტრესის მართვის პროცესების ოპტიმიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საინჟნრო კომპანიებში ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად.წარმოდგენილი მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი სხვადსხვა ორგანიზაციულ გარემოში,რაც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა ფსიქოლოგიური კეთილდღობისა და ორგანიზაციული ეფექტურობის ზრდას .
Скачивания
Lazarus, R. S., & Folkman, S. (1984). Stress, appraisal, and coping. Springer.
Davenport, T. H. (1993). Process innovation: Reengineering work through information technology. Harvard Business School Press.
Hammer, M. (1990). Reengineering work: Don’t automate, obliterate. Harvard Business Review, 68(4), 104–112.
Maslach, C., & Leiter, M. P. (2016). Burnout. Wiley.
Ganster, D. C., & Rosen, C. C. (2013). Work stress and employee health: A multidisciplinary review. Journal of Management, 39(5), 1085–1122.
Davenport, T. H. (1993). Process innovation: Reengineering work through information technology. Harvard Business School Press.
Hammer, M. (1990). Reengineering work: Don’t automate, obliterate. Harvard Business Review, 68(4), 104–112.
ჩარკვიანი, დ. 2001 ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში
Copyright (c) 2026 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

