მეცხოველეობის ისტორია საქართველოში - სათავეები, ჩამოყალიბება, განვითარება პრეისტორიიდან თანამედროვეობამდე
Загрузки
მეცხოველეობა ქარველი ხალხის საქმიანობის უძველესი დარგია. ჩვენი წინაპარი ცხოველებს უხსოვარი დროიდან აშინაურებდა და უვლიდა. ეს ფაქტები პალეოლითიდან გვხდება, აქედანვე ისახება პირველყოფილი მეურნეობრიობის ფორმა მოშინაურების ფაქტებით. აღნიშნული დასტურდება არქეოლოგიური მასალებით როგორიცაა: გვარჯილის კლდეში, საკაჟიაში, დევისხვრელში და სხვაგან ნაპოვნი ცხოველების ძვლები, მისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები, რქისა და ძვლის იარაღები.ნეოლითიდან აღმოჩენილია ტყავეულის დასამუშავებული იარაღები. ისახება მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, ჩნდება სოფლის ტიპის დასახლება. მოსახლეობა ცხოველს იყენებს გამწევ ძალად და აიოლებს მიწის დამუშავებას. ფაქტებია წალკასა და სხვაგან მიკვლეული ურმის ნაშთი, საგორავები. ცხოველებით - ხარისთავებიანი ფიგურებით ირთვებოდა საკულტო ნაგებობანი, ხოვლეში საკურთხევლის სვეტის თავები და ა.შ. მერძეული მესაქონლეობის განვითარებას ადასტურებს არტეფაქტებში რძის შესანახი ჭურჭლის სიუხვე და ნაირსახეობა, სადღვებელი და სხვა. ძვ.წ.ა. VI-IV ათასწლ. საცხოვრებელი კომპლექსი შედგებოდა ძირითადი საცხოვრისისა და სამეურნეო ნაგებობებისაგან, რაც მიგვანიშნებს საქონლის სიმრავლეზე, მათზე ზრუნვაზე. გამდლისწყაროს (ძვ. წ. 1 ს.) განძში არის ფარეხი, კარავი და სხვა მესაქონლეობის დამადასტურებელი ნიშნები. ძალზე ხშირია შემთხვევები ცხოველების სადგომების ადგილებზე შემდგომში სოფლების გაშენებისა.
ცხოველების გამოსახულებები ბევრგანაა. ბრილის სამაროვანში (XVIII-XIV საუკ.) აღმოჩენილია ვერძის, ძაღლის, გველის; მხედრისა და ცხენიანი ეტლის ქანდაკებები, ასევე შალის ქსოვილის ნაშთები. მომთაბარეობის სიმბოლოა გამოსახულება ვერძისა და ვერძისთავა ფრინველის ტანით; ბრინჯაოს ქანდაკებები მწყემსებისა და მეცხვარე ძაღლების გამოსახულებით. სამარხებში ხშირია ცხენების აღმოჩენა, საკულტო დეკორში ცხენების ორნამენტიზებული გამოსახულებები, ასევე ლაგმების სიუხვე; რაც ადასტურებს მეცხენეობის განვითარებას და ტრადიციას. საუკეთესო აბორიგენული ჯიშის ცხენი ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. კოლხური ცხვრის განსაკუთრებულობას უკავშირდება „ოქროს საწმისის“ მითის ერთერთი ვარიანტი. მთიელთა შემოქმედებითი ძიებით მოხდა ჩამოყალიბება მთის ჯიშის ძროხისა, რომელიც ბარის ჯიშთან შედარებით უფრო კარგად ეგუება მაღალმთიან რელიეფს, დადიდად ამტანია.
ამგვარად აღნიშნული მოკლე ისტორიული ექსკურსი თვალნათლივ ადასტურებს საქართველოში მეცხოველეობის განვითარებას, უძველესი ხანიდან - კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან; პირუტყვის- ჩვენი მარჩენალის კულტს, მისი მოვლა-შენახვის, კვების, მკურნალობის დიდ ტრადიციას
Скачивания
ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, _ შრომები, ტ. I, თბ., 1949, გვ.178- 210;
მუსხელიშვილი დ., ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბ., 1978. გვ.42-59;
ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 12-24;
ივანე ჯავახიშვილი „თხზულებანი თორმეტ ტომად“, ტ. I, თბილისი 1979, გვ.47-81;
ქართლის ცხოვრება, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008. გვ. 27-54;
გ. გოგოლი, სასოფლო-სამეურნეო და შინაურ ცხოველთა ბიომრავალფეროვნება საქართველოში. სამეცნიერო შრომათა კრებული: „მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების თანამედროვე პრობლემები“, თბილისი, ტ. 4 (5), 2009; ნ
საქართველოს ისტორია, ტომი 1. თბილისი, 2012 წ. გვ 128-140;
Vekua Abesalom et al. (Jul 2002). "A new skull of early Homo from Dmanisi, Georgia". Science 297 (5578): 85–9. doi:10.1126/science.1072953. ISSN 0036-8075. PMID 12098694;
Lordkipanidze David et al. (20 September 2007). "Postcranial evidence from early Homo from Dmanisi, Georgia". Nature 449 (7160): 305–310. doi:10.1038/nature06134. PMID 17882214;
Copyright (c) 2026 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

