ე. მინდელის შახტის ველის დაყოფა სამთო-გეოლოგიურ და სამთო ტექნიკურ პირობების მქონე ბლოკებად ჭაბურღილების მონაცემებზე დაყრდნობით
Загрузки
ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამთო-გეოლოგიურ ობიექტს, რომელიც ხასიათდება რთული ტექტონიკური აგებულებით, ნახშირის ფენების ცვალებადი სიმძლავრითა და დახრის კუთხეებით. აღნიშნული პირობები მნიშვნელოვნად ართულებს საბადოს გახსნისა და მომზადებისა სქემებისა და დამუშავების ტექნოლოგიების შერჩევას. ნაშრომში გაანალიზებულია საბადოს გეოლოგიური აგებულება, არსებული ექსპლუატაციის სქემები, მათი ნაკლოვანებები და შემოთავაზებულია ოპტიმიზებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ითვალისწინებს ბლოკურ დაყოფას, უსაფრთხოების ამაღლებას და მოპოვების ეფექტიანობის ზრდას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მექანიზებული სისტემების გამოყენების პერსპექტივებს, ასევე სამთო დარტყმებისა და ენდოგენური ხანძრების რისკების შემცირებას.
Скачивания
ა. მიქელაძე. ტყიბულ-შაორის საბადოს სამრეწველო ათვისების პრობლემები. „სამთო ჟურნალი“, თბილსი, 2010. გვ. 20-25.
გ. მაჩაიძე, გ.ლობჟანიძე, ა. ტაველიშვილი. ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოს დამუშავების პრობლემები და მისი განვითარების პერსპექტივები. „სამთო ჟურნალი“, თბილისი, 2017. გვ 16-20.
Микеладзе А. С. Разработка глубоких горизонтов ткибули-шаорского каменноугольного месторождения. «Мецниереба», Тбилиси, 1975, 167 с.
Copyright (c) 2026 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

