2.2 Business, Management, and Accounting 

სპორტული ღონისძიებების ლოჯისტიკური დაგეგმვის მოდელების ეფექტიანობის შედარებითი ანალიზი

სპორტული ღონისძიებები ლოჯისტიკა რისკები ლოჯისტიკური დაგეგმვა

Авторы

May 3, 2026

სტატია მიზნად ისახავს სპორტული ღონისძიებების ლოჯისტიკური დაგეგმვის ორი ძირითადი მოდელის — კლასიკური და სისტემური მიდგომების — ეფექტიანობის შედარებით ანალიზს. კვლევა ეფუძნება თეორიული წყაროების მიმოხილვასა და მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების, მათ შორის Olympic Games და FIFA World Cup, პრაქტიკული მაგალითების შეფასებას. ნაშრომში გაანალიზებულია ლოჯისტიკური რისკები დაგეგმვის ეტაპზე, როგორიცაა სატრანსპორტო შეფერხებები, რესურსების დეფიციტი, კომუნიკაციის ჩავარდნები და ინფრასტრუქტურული შეზღუდვები.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კლასიკური მოდელი ეფექტიანია სტაბილურ და ნაკლებად კომპლექსურ გარემოში, თუმცა შეზღუდულია დინამიკურ პირობებში. სისტემური მოდელი, რომელიც ეფუძნება პროცესების ინტეგრაციას, უკუკავშირის მექანიზმებსა და რეალურ დროში მართვას, უზრუნველყოფს მაღალ მოქნილობას და რისკების ეფექტიან მართვას. დადგენილია, რომ სისტემური ლოჯისტიკური დაგეგმვა მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, აუმჯობესებს მომხმარებლის კეთილგანწყობას და ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს. შესაბამისად, თანამედროვე სპორტული ღონისძიებების მართვაში სისტემური მიდგომის გამოყენება წარმოადგენს წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.

Наиболее читаемые статьи этого автора (авторов)

Похожие статьи

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

Вы также можете начать расширеннвй поиск похожих статей для этой статьи.