4. Health Sciences 4.1 Medicine 

ქრონიკული ენდომეტრიტის ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლები და პლაზმური უჯრედების იმუნოჰისტოქიმიური მარკერების კორელაცია ენდომეტრიუმის კიურეტაჟის ნიმუშებში

ქრონიკული ენდომეტრიტი CD138 MUM1 პლაზმური უჯრედები ენდომეტრიუმის კიურეტაჟი ჰისტომორფოლოგია იმუნოჰისტოქიმია

Авторы

апреля 21, 2026

ქრონიკული ენდომეტრიტი არის ენდომეტრიუმის ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდომეტრიუმის სტრომული კომპონენტის პლაზმური უჯრედებით ინფილტრაციით. პლაზმური უჯრედების რუტინული ჰისტოპათოლოგიური კვლევით გამოვლენა რთული პროცესია. კვლევის მიზანს შეადგენდა ენდომეტრიუმის კიურეტაჟულ ნიმუშებში ქრონიკული ენდომეტრიტის ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლების შეფასება და მათი კორელაციის გამოვლენა პლაზმური უჯრედების  CD138 და MUM1 იმუნოჰისტოქიმიური მარკერების ექსპრესიის არსებულ მონაცემებთან.  რეტროსპექტული, კოჰორტული ანალიზი ჩატარდა ენდომეტრიუმის კიურეტაჟის 40 ნიმუშზე (FFPE). ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლები შეფასდა ჰემატოქსილინ-ეოზინის ანათლებზე და პლაზმური უჯრედების ინფილტრაცია განისაზღვრა ‘’ცხელი წერტილის’’ და საშუალო რაოდენობის გამოყენებით 10 მაღალი გადიდების მხედველობის ველზე როგორც CD138, ასევე MUM1-ისთვის. სტატისტიკური ანალიზი ჩატარდა აღწერითი მეთოდების და სპერმანის კორელაციის გამოყენებით. კოჰორტის საშუალო ასაკი იყო 38.95 ± 8.64 წელი. სტრომული შეშუპება, სტრომული უჯრედულობის მომატება და ზედაპირული ეპითელიუმის ცვლილებები შემთხვევათა 80.0%-ში აღინიშნა, ხოლო პერიგლანდულური ანთება, დიფუზური ანთება და სისხლდენა შემთხვევათა 60.0%-ში დაფიქსირდა. ყველა ნიმუშმა აჩვენა დადებითი იმუნოჰისტოქიმიური რეაქციას როგორც CD138-ზე, ასევე MUM1-ზე, პლაზმური უჯრედების ცვალებადი დატვირთვით. ძლიერი კორელაცია დაფიქსირდა CD138-სა და MUM1-ის საშუალო რაოდენობას შორის (ρ = 0.787, p < 0.001). ლიმფოპლაზმაციტურ ინფილტრატს ყველაზე ძლიერი კავშირი ჰქონდა პლაზმური უჯრედების დატვირთვასთან (CD138: ρ = 0.866; MUM1: ρ = 0.884; p < 0.001). პერიგლანდულური და დიფუზური ანთება ასევე მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული პლაზმური უჯრედების რაოდენობის ზრდასთან, ხოლო სტრომულ შეშუპებას მნიშვნელოვანი კორელაცია არ აღენიშნებოდა. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ სპეციფიკური ჰისტომორფოლოგიური მახასიათებლები, განსაკუთრებით ლიმფოპლაზმაციტური ინფილტრატი და ჯირკვლებთან დაკავშირებული ანთება, მჭიდრო კავშირშია პლაზმური უჯრედების დატვირთვასთან. CD138-ისა და MUM1-ის გამოყენებით კომბინირებული შეფასება უზრუნველყოფს პლაზმური უჯრედების ინფილტრაციის თანმიმდევრულ შეფასებას და ადასტურებს მათ დამატებით როლს ქრონიკული ენდომეტრიტის დიაგნოსტიკურ შეფასებაში.

Наиболее читаемые статьи этого автора (авторов)

1 2 3 4 5 6 > >> 

Похожие статьи

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

Вы также можете начать расширеннвй поиск похожих статей для этой статьи.