4. Health Sciences 4.1 Medicine 

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თავის ტვინის პოტენციალების ამოცნობის სისტემის საშუალებით

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი ელექტროენცეფალოგრამა ტვინ-კომპიუტერული ინტერფეისი მანქანური სწავლება ნაივ ბეიზის კლასიფიკატორი კომუნიკაცია

Авторы

апреля 18, 2026

ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ALS) წარმოადგენს პროგრესირებად ნეიროდეგენერაციულ დაავადებას, რომელიც იწვევს მოტორული ფუნქციების თანდათანობით დაკარგვას და საბოლოოდ მნიშვნელოვნად ზღუდავს ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას. დაავადების გვიან სტადიებზე პაციენტებს ხშირად შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება და კოგნიტიური ფუნქციები, თუმცა ისინი პრაქტიკულად კარგავენ გარესამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება აჩენს ისეთი ტექნოლოგიური სისტემების შექმნის აუცილებლობას, რომლებიც კომუნიკაციის აღდგენას ან კომპენსაციას უზრუნველყოფს ტვინის აქტივობის საფუძველზე.

ექსპერიმენტული კვლევა ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინეერის ლაბორატორიაში „CleaveLab“ შესაბამის ლაბორატორიაში BioRadio-ს უსადენო EEG სისტემის გამოყენებით. მონაცემები მიღებულ იქნა არაინვაზიური ელექტროენცეფალოგრაფიული რეგისტრაციის საშუალებით, 10–20 საერთაშორისო სისტემის მიხედვით განლაგებული ელექტროდებით. მიღებული სიგნალები დამუშავდა Excel-ისა და MATLAB-ის გარემოში, განხორციელდა წინასწარი დამუშავება, ნორმალიზაცია, მახასიათებლების ამოღება და კლასიფიკაციის მოდელების შედარებითი შეფასება.

კვლევის ფარგლებში შემოწმებულ იქნა რამდენიმე მანქანური სწავლების მოდელი, მათ შორის Decision Tree, Support Vector Machine და Naive Bayes. მიღებული შედეგების მიხედვით, საუკეთესო სიზუსტე 72.8% აჩვენა Naive Bayes კლასიფიკატორმა. შედეგები მიუთითებს, რომ EEG სიგნალების საფუძველზე „კი/არა“ ტიპის კოგნიტიური პასუხების ამოცნობა შესაძლებელია და მსგავსი მიდგომა პერსპექტიულია ALS-ის მქონე პაციენტებისთვის საკომუნიკაციო სისტემების შექმნის მიმართულებით.