უმაღლესი განათლების სისტემაში ორგანიზაციული ქცევის „პროგრესული მოდელის“ გამოყენების საჭიროება (აკადემიური კადრების საკონკურსო-საატესტაციო შეფასება)
Загрузки
სტატიაში განხილულია უმაღლესი განათლების სისტემისთვის უმწვავესი საკითხი - აკადემიური კადრების საკონკურსო-საატესტაციო შეფასება. ამ საკითხის სიმწვავე გამომდინარეობს იმ ნეგატიური პროცესებიდან, რომლებსაც ხშირად აქვს ადგილი კონკურსების ჩატარების დროს კრიტერიუმთა სისტემის გაუმართაობის გამო. არსებული სიძნელეებიდან გამოსავალი მდგომარეობს აკადემიური კადრების შეფასების ადეკვატური მოდელის შემუშავებაში და მის საფუძველზე შეფასების კრიტერიუმთა დაბალანსებული სისტემის დადგენაში. სტატიაში შემოთავაზებულია აკადემიური კადრების შეფასების „პროგრასული მოდელი“ და მის ფარგლებში სამუშაოს შეფასების კრიტერიუმთა ის კომპლექსი, რომლითაც შესაძლებელი ხდება აკადემიური კადრების ყველა არსებული კატეგორიის მიერ გაწეული მუშაობის მრავალმხრივი შეფასება. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებით მოხდეს აკადემიური მუშაობის და მეცნიერების დარგების მეტი ეფექტიანობით განვითარების უზრუნველყოფა.
Скачивания
Copyright (c) 2021 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

