ატოპიური დერმატიტის (AD) კავშირი შფოთვასთან და დეპრესიასთან

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 29, 2022

ჩამოტვირთვები

ატოპიური დერმატიტი (AD), კანის გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულ ასაკშიც. ეს დაავადება მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. უკანასკნელი კვლევების თანახმად ატოპიური დერმატიტი შესაძლოა იწვევდეს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დისტრესულ მდგომარეობებს. ჩვენი კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა ფსიქიკური დაავადებების (შფოთვა და დეპრესია) თანაარსებობა ატოპიური დერმატიტით დაავადებულ სხვადასხვა ასაკის და სქესის პირებში.  კვლევა ჩატარდა საცდელ-საკონტროლო პროტოკოლით და მოიცავდა 18-დან 69 წლამდე ასაკის 315 პირს. საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებში შევიდა 154 ქრონიკული ატოპიური დერმატიტით დაავადებული და 161 შემთხვევით შერჩეული ჯანმრთელი ინდივიდი. საკვლევი სუბიექტების დაჯგუფება მოხდა დემოგრაფიული და კლინიკური მახასიათებლების მიხედვით (ასთმა, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, სებორეული დერმატიტი, ფსორიაზი და კონტაქტური დერმატიტი) მიხედვით.სტატისტიკური ანალიზი ჩატარდა 25 SPSS და Review Manager 5.4.1 სტატისტიკური პროგრამების საშუალებით. შანსების კოეფიციენტები (ORs) გამოთვლა განხორციელდა 95% ნდობის ინტერვალით, 0.05-ზე. მონაცემების ანალიზი ჩატარდა 4 ქვეჯგუფში დემოგრაფიული და კლინიკური მახასიათებლების მიხედვით.ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ატოპიური დერმატიტის მქონე (30-69 წლის) პაციენტებში, ამავე ასაკის ჯანმრთელ პირებთან შედარებით, დეპრესიისა და შფოთვის სიხშირე უფრო მაღალი იყო. ატოპიური დერმატიტის მქონე პირებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ასევე უფრო ხშირად აღინიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება. ვინაიდან ჩვენ ვერ შევძელით დეპრესიისა და შფოთვის გამოვლინებების კორელაციის შესწავლა ატოპიური დერმატიტის სიმძიმესთან, მიზანშეწონილია შემდგომი კვლევების ჩატარება ამ ურთიერთობების დასადგენად.