გაიდლაინი

ჟურნალში “ქართველი მეცნიერები“ გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო ნაშრომები (მიმოხილვითი ან ორიგინალური სამეცნიერო სტატია, შემთხვევის აღწერა და სხვ.).

სტატია უნდა შეესაბამებოდეს  პუბლიკაციებისადმი დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. სტატიები მიიღება ნებისმიერ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ.; სტატიას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე (მაქსიმუმ 350 სიტყვა); ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საძიებო სიტყვები. სტატიის სათაურში სიტყვების რაოდენობა უნდა მერყეობდეს 10-დან 12 სიტყვამდე.

გრაფიკული აბსტრაქტი ან სტატიის შესაფერისი სურათი ან გრაფიკული გამოსახულება (შესაძლებელია სტატიაში მოცემული რომელიმე გრაფიკული გამოსახულებაც).

გრაფიკული გამოსახულების შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი:  https://smallseotools.com/text-to-image/

მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილად “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi).

მასალის მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (4000-დან 6000-მდე სიტყვა) (ფორმატი A4; Microsoft Word; შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15); საილუსტრაციო სურათი, ან სურათები ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილად “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები – Excel-ის ფაილში.

ავტორების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს, გთხოვთ, მიუთითოთ ავტორ(ებ)ის გვარი და სახელები სრულად, რეგალიები, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა, სასურველია სამეცნიერო პროფილი Orcid-ის ანგარიში.

კრებულში დასაბეჭდ ნაშრომთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

გადაწყვეტილებას წარმოდგენილი მასალის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს სარედაქციო კოლეგია.

სხვა ჟურნალებისაგან განსხვავებით სტატიის გამოსაქვეყნებლად არ არის საჭირო ნომრის შეკვრა.

სტატია გამოქვეყნდება მიღებიდან მაქსიმუმ 1 კვირაში. 

სტატიები მოწმდება პლაგიატზე.  25%-ზე მეტი პლაგიატის შემთხვევაში სტატია დაიბლოკება.

ავტორებს მოეთხოვებათ მიუთითონ კატეგორია სტატიებზე.

სტატიის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ მისამართზე: info@4science.ge ან georgianscientists@gmail.com

სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 100 ლარი.

აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის.

საიდენტიფიკაციო კოდი: 400248576

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი

ბანკის კოდი – BAGAGE22

ანგარიშის ნომერი – GE39BG0000000101591797