შეციებული ქათმის ხორცის კონსერვაციის მეთოდების შერჩევა მიკრობიოტას შემცირების და ორგანოლეპტიკური თვისებების ფონზე

მოდიფიცირებული ატმოსფეროს გაზის შემადგენლობა (MAP) კონსერვაცია ქათმის ხორცი მიკროორგანიზმები

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
May 15, 2022

ჩამოტვირთვები

შეფუთვა არის უახლესი ინოვაცია, რომელიც განიხილება როგორც, მალეფუჭებადი პროდუქტების კონსერვაციის ტექნიკა, მათ შორის ფრინველის ხორცის  შენახვის ვადის გაუმჯობესება. აღნიშნული კვლევის ფარგლებში შესწავლილია შესაფუთი ფირების (mlx 60/200 და mlx 60/250), მოდიფიცირებული ატმოსფეროს გაზის შემადგენლობის (MAP) და  ვაკუუმ (vp) შეფუთვის გავლენა, ნედლი ქათმის ხორცის მიკრობიოტას რაოდენობრივ ცვლილებაზე და სენსორულ პარამეტრებზე (ფერი, სუნი, კონსისტენცია და  გარეგანი ფორმების მაჩვენებლები.). მოდიფიცირებული ატმოსფეროს გაზის  შესაქმნელად MAP-ში გამოყენებული იყო  სამი ყველაზე გავრცელებული გაზი: ნახშირორჟანგი, ჟანგბადი და აზოტი. ნიმუშებად აღებული იყო ნედლი ქათმის ბარკალი და მკერდის ხორცი. ცდის ხანგრძლიობა 11 დღე. დადგინდა, რომ არსებული ცდებიდან გამომდინარე საუკეთესო შედეგი აჩვენა მოდიფიცირებული ატმოსფეროს 70% O2 : 30% CO2 შემადგენლობამ  და შეფუთვამ - ფირი mlx 60/250. მეზოფილურ აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები (კწე/გ) ბარკლის ხორცში შემცირდა  73%-ით, ხოლო ფილეში 55%-ით საკონტროლო ნიმუშთან შედარებით. ასეთმა შეფუთვამ შეუნარჩუნა  ხორცს   ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები - ფერი და  სიმკვრივე, არ  აღინიშნა სუნი და ლორწო. ვაკუუმში შეფუთულ ხორცს ჰქონდა სითხის ყველაზე მაღალი დანაკარგი და ყველაზე დაბალი სენსორული პარამეტრები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.