GeoGebra Math აქტივობების ინტეგრაცია LMS - სწავლების მართვის სისტემებში

GeoGebra.org-Math GeoGebra Classic App GeoGebra Active GeoGebra Group GeoGebra TimeLine MicroSoft OneNote Google Classroom

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
May 2, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია GeoGebra Math ონლაინ დინამიური მათემატიკის  სწავლებისა და სწავლის პლატფორმის აქტივობების ინტეგრაქციის ტექნოლოგიური ასპექტები სწავლების მართვის სისტემებში (LMS-Learning Management System), რაც დაფუძნებულია მასწავლებლისა და სტუდენტი/მოსწავლის ინტერაქციის რეალურ პრაქტიკულ მოდელებზე. ნაშრომი ორგანიზებულია სამ მოდულზე: ძირითადი ფუნქციონალები; პროცესის მომზადება; პროცესის განხორციელება. პირველ მოდულში დეტალურადაა განმარტებული ის ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები, რომლებშიც ინტეგრირდება GeoGebra-ს აქტივობები. სახელდობრ, GeoGebra Group; GeoGebra TimeLine; MicroSoft OneNote; Google Classroom.მეორე მოდულში აღწერილია როგორ განხორციელდეს: რეგისტრაცია GeoGebra ონლაინ პლატფორმაზე.  GeoGebra  Classic აპლიკაციის  ინსტალაცია კომპიუტერში; GeoGebra Group - GeoGebra ჯგუფის შექმნა და გაწევრიანება; რეგისტრაცია Microsoft OneNote-ზე და New Notebook-ის (ახალი ციფრული წიგნის) გახსნა; Google classroom-ში კლასის  შექმნა და გაწევრიანება.მესამე მოდულში ინტერაქტიური რესურსის, ჰომოთეტიის, მაგალითზე ნაჩვენებია GeoGebra Classic ონლაინ აპლიკაციაში აქტივობის შექმნის და რესურსის აქტივობად გარდაქმნის პროცესი GeoGebra Classic ლოკალურიდან  GeoGebra ონლაინ პლატფორმაზე; წარმოდგენილია GeoGebra-ს აქტივობის გაზიარების ტექნოლოგიური ასპექტები  GeoGebra Group-ში, GeoGebra TimeLine -ზე, MicroSoft OneNote-ზე, Google classroom-ის კლასში, მასწავლებლისა და მონაწილეთა ვირტუალური ჯგუფის ერთობლივი ჩართულობის პრაქტიკულ მაგალითზე, რაც დასაბუთებულია შესაბამისი ილუსტრაციებით. ნაშრომში გაანალიზებული და დადასტურებულია GeoGebra Math ონლაინ მათემატიკური პლატფორმის აქტივობების სწავლების მართვის სისტემებში ინტეგრაციის წარმატებულობა მათემატიკის სწავლებისას როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.    

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.