სპეციალური მილების მიღება გამოწნეხის მეთოდით

გამოწნეხა პრესყალიბი სამართული პუანსონი მასრა მილნამზადი

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
апреля 5, 2022

ჩამოტვირთვები

ლითონური მილების წარმოებაში მიღწეული წარმატების მიუხედავად მისი შემ-დგომი განვითარება და სრულყოფა ტექნიკის სიახლეებთან დაკავშირებით მაინც პრობლემურ საკითხად რჩება. საბრძოლო სასროლი იარაღის ლულების და სპეციალური მილების დამზადები-სათვის, რაც მიეკუთვნება წვრილსერიულ წარმოებას, მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებულიყო გამოწნეხის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გამოირჩევა შედა-რებით მარტივი ტექნოლოგიით და მცირე რაოდენობის მანქანა-დანადგარების გამო-ყენებით.         ექსპერიმენტულმა სამუშაომ აჩვენა, რომ ცხლად გამოწნეხის დროს ხდება პრეს-ფორმის ელემენტების გადახურება და ცვეთა, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მუ-შაობს სამილე სამართული, რომელიც იმყოფება გახურებული (800-12000C) ნამზადის შუაგულში, რის შედეგადაც კარგავს სიმტკიცეს და ზოგჯერ გამჭიმავი ძალების ზემოქ-მედებით განიცდის რღვევას. აქედან გამომდინარე, პრესფორმების გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურული ფაქტორი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაცივების სისტემის გამოყენებას, რისთვისაც დაპროექტებული იქნა და თბილავიამშე-ნებელ საწარმოში დამზადდა პრესფორმები 50 მმ-მდე დიამეტრის ნამზადის გამოწნე-ხისათვის.  გამოწნეხის რეჟიმის შემსუბუქების მიზნით პროცესი გაიყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე წარმოებს მასრის მიღება, ხოლო მეორეზე - მასრიდან მილის მიღება. იმისათ-ვის, რომ მასრის მიღების პროცესი წარიმართოს რაციონალურად, საჭიროა ნამზადს მიეცეს რადიალურად გაფართოების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლითონის ჭარბი ნაწილი დაიწყებს პუანსონის საწინააღმდეგო მიმართულებით დენას. ამ მოვლე-ნის თავიდან ასაცილებლად ნამზადს მიეცა მრავალწახნაგა პრიზმის ფორმა, იმ ანგა-რიშით, რომ ნამზადის კვეთის ფართობი ყოფილიყო მატრიცის კვეთის ფართობზე ნაკლები. ნაშრომში, თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოების შედეგების საფუძველ-ზე შემუშავებული იქნა უკუგამოწნეხის მეთოდით მილნამზადის და შემდგომ სპე-ციალური მილების მიღებისათვის საწარმოო დანიშნულების პრესყალიბები. სამუშაოში მოყვანილი პრესყალიბის კონსტრუქცია შედგება წყლით გაცივების სისტემისაგან, რომელიც იცავს პრესყალიბის ელემენტენს გახურებისაგან და შესაბა-მისად მნიშვნელოვნად ზრდის მათი მუშაობის ხანგრძლივობას, რაც იძლევა საგრძნობ ეკონომიკურ ეფექტიანობას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.