ჩაქვის წითელმიწა ნიადაგების შეფასება და მათზე განვითარებული მეორადი ფიტოცენოზები

წითელმიწა ნიადაგი ნაყოფიერება მულტიელემენტური ანალიზი მეორადი ფიტოცენოზი ადვენტური სახეობები

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
April 4, 2022

ჩამოტვირთვები

სტატიაში წარმოდგენილია ჩაქვის (აჭარის ა/რ, საქართველო) წითელმიწა ნიადაგების ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების და მულტიელემენტური ანალიზის შედეგები, მათი ქიმიური შედგენილობის და ნაყოფიერების თანამედროვე დონის დადგენის და შეფასების მიზნით; განხილულია ზღვისპირა აჭარის ფიტო-ლანდშაფტებში ბუნებრივი მცენარეულობის არარაციონალური გამოყენების, მათზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების და სასოფლო–სამეურნეო კულტურათა სავარგულების მოუვლელობა-მიტოვების შედეგად, ბუნებრივად ფორმირებული თანასაზო­გადოებების არსებული მდგომარეობა; შესწავლილია აბორიგენული და ადვენტური სახეობების ერთობლივი მონაწილეობით ფორმირებული მეორადი ფიტოცენოზების განვითარების თავისებურებები. კვლევამ გვიჩვენა, საკვლევი ნიადაგები მჟავეა, ისინი ღარიბია საერთო ჰუმუსით და აზოტით. მაკროელემენტებიდან მინიმუმში იმყოფება K, Mg, P. აღმოჩენის ზღვარს ქვემოთ არის:  Cd, Cr, Hg, Li, Sb, Se, Ti, Tl, V, Pb.  მიკროელემენტების - As, Ba, Cu შემცველობა  არ აღემატება ზდკ-ს. სახეობებს შორის ცენოტური ურთიერთკავშირების თანდათანობითი ჩამოყალიბების გზით, მერქნიან მცენარეთა ზრდის კვალდაკვალ, ფორმირებულია ფიტოცენოზური სტრუქტურა, რომელიც დიფერენცირებულია იარუსობრივად. ფორმირებული მეორადი ფიტოცენოზები ხასიათდებიან უცხო წარმოშობის (ადვენტური) სახეობათა ინვაზიის მაღალი პოტენციალით. აღდგენითი სუქცესიური ცვლის არსებულ ეტაპზე, სერიულ ფიტოცენოზებში სულ აღწერილია 63 ოჯახის, 137 გვარის, 191 სახეობა, მათგან ადგილობრივია 61, ხოლო უცხო წარმოშობისაა 130 სახეობა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.