მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობის შერჩევით ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის რეჟიმის პარამეტრთა რეგულირება

მუშა ძაბვა ძაბვის გადახრა სიმძლავრის დანაკარგი განივკვეთის ფართობი ოპტიმალური

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
March 31, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში წარმოდგენილია ქ. ქუთაისის 6კვ ძაბვის ღია განშტოებული გამანაწილებელი ელექტრული ქსელის მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმის გამოკვლევის შედეგები. კერძოდ: განსაზღვრულია ქსელის, როგორც 6 ისე 0,38კვ ძაბვის  კვანძებში ძაბვის მუშა მნიშვნელობები. შედეგად გამოთვლილია ქსელის ყველა კვანძში ძაბვის გადახრა და დადგენილია პრობლემური კვანძები. ასევე განსაზღვრულია ქსელის უბანთა რეჟიმის პარამეტრები და მის საფუძველზე მიღებულია ქსელში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ჯამური დანაკარგები. შეფასებულია ქსელის მუშაობის ეფექტურობა მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალებით. ყოველივე ამის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია რიგი დასკვნები და დასმულია ამოცანა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქსელის იმ კრიტერიუმების შესრულება, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს ნორმალურ დამყარებულ რეჟიმში. კერძოდ: დატვირთვის კვანძებში მიწოდებული ძაბვის მაღალი ხარისხი და მუშაობა სიმძლავრეთა მცირე დანაკარგებით. ქსელის თავისებურების საფუძველზე  პირობით გამოთვლილია მაგისტრალურ უბნებზე სადენთა განივკვეთის ოპტიმალური ფართობი  და ანგარიშებით დასაბუთებულია ამ ღონისძიების მართებულობა. ნაშრომში წარმოდგენილი ქსელის რეჟიმის პარამეტრების საანგარიშოდ გამოყენებულია საინჟინრო კომპიუტერული პროგრამა “NEPLAN”.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.