ენდომეტრიუმის მიკროგარემოს თავისებურებები ენდომეტროიდული ტიპის ადენოკარცინომების განვითარებაში

კრიტიკული მიმოხილვა

ენდომეტროიდული კარცინომა სიმსივნის მიკროგარემო სიმსივნის პროგრესიისა და მეტასტაზირების ბიომარკერები

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
მარტი 9, 2022

ჩამოტვირთვები

ენდომეტრიული კარცინომა ყველაზე ხშირი გინეკოლოგიური ავთვისებიანი პათოლოგიაა და წარმოადგენს სიხშირით მეორე გინეკოლოგიურ ავთვისებიან პათოლოგიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  2018 წლის მონაცემებით დიაგნოსტირდა 380,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა  მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგანაც 90,000 შემთხვევაში აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავალი. სიმსივნურ უჯრედებსა და მათ გარშემო არსებულ მიკროგარემოს შორის ურთიერთქმედება არეგულირებს ავთვისებიანი პროცესის პროგრესიას თითქმის ყველა ტიპის სიმსივნეში. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ენდომეტროიდული კარცინომის განვითარებასა და პროგრესიაში. ენდომეტრიული კარცინომის პროგრესიაში და აგრესიული სიმსივნის ჩამოყალიბებაში მონაწილე მექანიზმები კარგად შესწავლილი არ არის. სტრომული უჯრედებისგან და/ან ექსტრაცელულური მატრიქსისგან წარმოქმნილი მოლეკულური სიგნალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სიმსივნის ავთვისებიან პროგრესიაში. სიმსივნის მიკროგარემო შედგება როგორც უჯრედული კომპონენტისგან ისე არაუჯრედული კომპონენტისგან, იგივე ექსტრაცელულური მატრიქსისგან. სიმსივნური უჯრედების ინვაზია და მეტასტაზირება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს რის გამოც ეს დაზიანება ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და ხასიათდება ცუდი პროგნოზით. მიკროგარემოს სასიგნალო გზების ან სტრომული უჯრედებისგან წარმოქმნილი ცილების იდენტიფიკაცია პოტენციურად წარმოადგენს ენდომეტრიული კარცინომის მეტასტაზირებისა და მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის ბიომარკერს. შესაბამისად ენდომეტროიდული კარცინომის მიკროგარემოს, მისი ცალკეული კომპონენტების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმსივნის წარმოშობის, პროგრესიისა და პროგნოზის განსაზღვრაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.