ხანძრის ფიზიკური მოდელირების შედეგები საავტომობილო გვირაბებისათვის

აეროდინამიკური წინაღობა კრიტიკული სიჩქარე გრადიენტ ფაქტორი უკუდინების მანძილი

ავტორები

ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
March 2, 2022

ჩამოტვირთვები

ნაშრომში წარმოდგენილია 1:60 მასშტაბის საავტომობილო ტრანსპორტისათვის განკუთვნილი დახრილი გვირაბების ფიზიკურ მოდელზე ხანძრის განვითარების კვლევის შედეგები. გვირაბის დახრილობა იცვლებოდა 0-10% ფარგლებში 2%-იანი ბიჯით, ნატურ გვირაბში ინიცირებული და განვითარებული ხანძრის სიმძლავრე იცვლებოდა 5-15 მგვტ-ის ფარგლებში 5 მგვტ ბიჯით, ამასთან ნატური გვირაბის სიგრძე იყო 360 მ, სიგანე - 8 მ, სიმაღლე - 6 მ, განივი კვეთის ფართობი - 48 მ2, ხოლო გვირაბის სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა - 1,33. მოცემული გეომეტრიის ნატური გვირაბის მოდელი შესაბამისი მასშტაბით დამზადებული იყო 2 მმ სისქის უჟანგავი ფოლადის ფურცლისაგან. გვირაბის მოდელის ზომები არის: სიგრძე 6 მ, სიგანე 0,16 მ, სიმაღლე 0,12 მ, განივი კვეთის ფართობი 0,0192 მ2. აღნიშნულ მოდელზე ექსპერიმენტების გზით შევისწავლეთ ხანძრის ინიცირებისა და განვითარების შემთხვევაში გამოყოფილი აირების (კვამლის) გავრცელების ხასიათი, განვსაზღვრეთ გრადიენტ ფაქტორის გავლენა კრიტიკული სიჩქარისა და უკუდინების მანძილის  ცვალებადობის ტემპზე. აღნიშნული მახასიათებლების შესწავლა განხორციელდა გვირაბის მოდელში არსებული ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობის მიხედვით. ჰაერის ტემპერატურის გაზომვა ხდებოდა ღია და დახურული ტიპის აღმქმელებით აღჭურვილი K ტიპის თერმოწყვილებით. გაზომვის მაქსიმალური ტემპერატურა 800 0C. თერმოწყვილები დამონტაჟდა გვირაბის მოდელის ჭერში მთელ სიგრძეზე 5 და 10 სმ ბიჯით. ხანძარი დამოდელდა ბუნებრივი აირით. მოდელის ერთი პორტალიდან ღერძული ვენტილატორით ხდებოდა სავენტილაციო ჰაერის მიწოდება მოდელის შიგა სივრცეში. სავენტილაციო ჰაერის სიჩქარე იზომებოდა ანემომეტრით, ხოლო ჰაერის ხარჯის გაანგარიშება ხდებოდა ყოველ ცალკეულ მომენტში სიჩქარის მიხედვით. დამოდელებული ხანძრის საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფა ხდებოდა ბუნებრივი აირით, ხოლო გაზომვა - მოცულობითი და მასური რეგულატორ-აღმრიცხველის საშუალებით. მოდელზე დამონტაჟებული K ტიპის თერმოწყვილებიდან, ანემომეტრიდან და ბუნებრივი აირის ხარჯსაზომიდან მონაცემების ერთდროული აღება, დამუშავება, ანალიზი და ციფრულ ფორმატში მათი გადმოცემა ხდებოდა მონაცემების შეგროვების DT-85 ტიპის „დატათეიქერის“ საშუალებით. მიღებული შედეგების გამოყენება შესაძლებელია საავტომობილო გვირაბების ვენტილაციის პროექტების დასამუშავებლად, რომლებშიდაც გათვალისწინებული იქნება ხანძრის გავლენა ვენტილაციაზე.

 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.