საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების იმუნური მიკროგარემოს ფენოტიპური თავისებურებანი და მისი როლი სიმსივნის პროგრესიაში

კრიტიკული მიმოხილვა

საკვერცხის ეპითელური სიმსივნეები მიკროგარემო იმუნური მიკროგარემო

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
მედიცინა
February 21, 2022

ჩამოტვირთვები

სიმსივნეები ხასიათდება სხვადასხვა რაოდენობით ლიმფოციტური ინფილტრატის არსებობით, რომელიც ვლინდება სიმსივნის სხვადასხვა უბნებში და ამ ლიმფოციტურ ინფილტრატებს გააჩნიათ არამარტო პროგნოზული, არამედ პრედიქტული ღირებულებაც. საკვერცხის კარცინომებში ლიმფოციტური ინფილტრაციის არსებობა ასოცირდება ზოგ შემთხვევაში კარგ, ზოგ შემთხვევახში ცუდ პროგნოზთან. სიმსივნის იმუნური მიკროგარემოს შემადგენლობა წარმოადგენს აქტიური შესწავლის საგანს საკვერცხის კარცინომებში მათი როგორც პოტენციური პროგნოზული, ისე პრედიქტული ღირებულების გამო. თუმცა, ამასთანავე არსებული ლიტერატურული მონაცემები ურთიერთწინააღმდეგობრივია, რაც თავისთავად მიუთითებს დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროებაზე. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში დეტალურად მითითებული არ არის თუ საკვერცხის კარცინომის რომელი ჰისტოპათოლოგიური ქვეტიპი იქნა შესწავლილი და ხშირ შემთხვევაში საკვერცხის კარცინომების სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპები გაერთიანებულია. აღნიშნული რამდენადმე ხსნის ამ დრომდე ჩატარებულ კვლევებში ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგების არსებობას. შესაბამისად მნიშვნელოვანია საკვერცხის კარცინომების იმუნური მიკროგარემოს შესწავლა განხორციელდეს განცალკევებულად სხვადასხვა ჰისტოლოგიურ ქვეტიპებში.

 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.