ენდომეტრიუმის მეტაპლაზიური პროცესების მოლეკულური თავისებურებები, რეციდივისა და ნეოპლაზიურ პროცესებად ტრანსფორმაციის რისკის ფაქტორები

კრიტიკული მიმოხილვა

ენდომეტიუმის მეტაპლაზია ღეროვანი უჯრედები კანცეროგენეზი

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
მედიცინა
თებერვალი 19, 2022

ჩამოტვირთვები

ენდომეტრიული მეტაპლაზია წარმოადგენს ნორმალური ენდომეტრიული ეპითელიუმის ჩანაცვლებას სხვა ტიპის კეთილთვისებიანი ეპითელიუმით. ენდომეტრიუმში შესაძლებელია აღინიშნებოდეს მეტაპლაზიური პროცესების სპექტრი. ენდომეტრიული უჯრედების შეცვლილი დიფერენციაცია განპირობებულია ან დეგენერაციული/რეპარაციული, ჰორმონული ან ნეოპლაზიური პროცესის არსებობით.  ეპითელური მეტაპლაზიის არსებობა შესაძლებელია მიუთითებდეს სხვა თანმდევი, როგორც კეთილთვისებიანი ისე ავთვისებიანი პათოლოიის არსებობაზე. შესაბამისად ენდომეტრიული მეტაპლაზია გვხდება ცალკეული ან სხვა ჰისტოპათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად. არჩევენ ენდომეტრიული მეტაპლაზიების სხვადასხვა ტიპს, რომელთაგან ყველაზე ხშირია ცილიარული მეტაპლაზია. სიხშირით მეორე ადგილს იკავებს ბრტყლუჯრედოვანი მეტაპლაზია, გარდამავალუჯრედოვანი მეტაპლაზია, არიას სტელას რეაქცია/ცვლილება, უჯრედების ეოზინოფილური ცვლილება და მუცინური მეტაპლაზია. ნაჩვენებია, რომ ენდომეტრიუმის მეტაპლაზიის ცალკეული ტიპები ხასიათდება P16, ციკლინ E, ციკლინ A, Ki67, B კატენინი, ER, CDX2, CD10, P63 სხვადასხვა ტიპისა და ინტენსივობის ექსპრესიით. საბოლოოდ ცნობილი არ არის ენდომეტრიუმის მეტაპლაზიის ცალკეული ტიპების როლი და მნიშვნელობა რეციდივსა და ნეოპლაზიურ პროცესებად ტრანსფორმაციაში. არსებობს მოსაზრება, რომ ყველა სახის მეტაპლაზიურ პროცესს საფუძვლად უდევს ღეროვანი უჯრედების რეპროგრამირება. თუმცა, ენდომეტრიული მეტაპლაზიების დროს ეს ფენომენი შესწავლის პროცესში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.