რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის თავისებურებები

ავტორიტარიზმი ჰიბრიდული მოდერნიზაციის ციკლები რეჟიმი

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
სოციალური მეცნიერებები
February 11, 2022

ჩამოტვირთვები

რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი განსაზღვრავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, როგორც საშინაო ისე საგარეო ასპარეზზე და ამდენად პრობლემის შესწავლა აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე,  პრაგმატული თვალსაზრისითაც.

პოლიტიკური რეჟიმის მთავარი თავისებურება რუსულ სინამდვილეში მისი ჰიბრიდული ბუნებიდან მომდინარეობს: მასში დომინანტია ავტორიტარულ–ავტოკრატიული რეჟიმის მახასიათებლები, მაგრამ ის არ არის ტრადიციული ავტორიტარიზმი, რომლის თეორიას და პრაქტიკას ჩვენ ისტორიიდან ვიცნობთ: პირველი რიგში სპეციფიკა მისი პროპაგანდისტული დატვირთვიდან მომდინარეობს და სახელმწიფო მასმედიაზე კონტროლით აღწევს ინფორმაციულ დიქტატურას, რომელიც საკმარისია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და რეპრესიების აუცილებლობა შემცირებულია; მეორე თავისებურება ჰიბრიდულ ხასიათში მდგომარეობს, ერთმანეთის გვედით თანაარსებობენ დემოკრატიის („შეზღუდული პლურალიზი“, მრავალპარტიულობა, ოპოზიციური ტელევიზიები)) და ტოტალიტარიზმის ელემენტები (მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა, საიდუმლო პოლიცია, ქვეშევრდომული კულტურა და სხვა), მესამე, თავისებურებაა მისი ავტოკრატიული ხასიათი, ვ. პუტინზე მორგებული კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები, რომლის აუცილებლობაზეც თვითონ საუბრობს პრეზიდენტი.

რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის შესასწავლად ვიყენებთ ისტორიის ციკლური განვითარების თეორიას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მოდერნიზაციის ავტორიტარული ციკლები რუსეთში დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ წარმატებებთან, ხოლო ლიბერალიზაციის ხანმოკლე მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება და საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობებს უკავშირდება; ორივე შემთხვევაში ინიციატორად მმართველი ელიტები გვავლინება, ხოლო ხალხი მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერ როლში გვევლინება და ამდენად მიჩნიათ მკვლევარებს, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებამ სუბიექტობა ვერ შეიძინა;

მიგვაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური კულტურა განმსაზღვრელ გავლენას ახდენს  რეჟიმის ხასიათზე (ვეყრდნობით ალმონდისა და ვერბას კონცეფციას), ხოლო პოლიტიკური კულტურის ძირითადი მახასიათებლებია: ძლიერი სახელმწიფოსა და ლიდერის რწმენა, ველიკორუსული–მესიანისტური შოვინიზმი, რომელიც რუსული იდენტობის  იდეას წარმოდგენს და ხალხის მენტალიტეტის ნაწილია, ასევე,  „სუვერენული დემოკრატიის“ სოციალური  თანასწორობის იდეები, ქვეშევრდომული ორიენტაციები და იმპერიული აზროვნება, რომლებიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში  დომინანტურ როლს თამაშობს; ამდენად, არასწორია მკვლევართა და სახელმწიფო მოღვაწეთა მოსაზრება, რომ შოვინიზმი მხოლოდ პუტინიდან მომდინარეობს; მიზეზი ხალხშიცაა და გამოთქმა, რომ ხალხი ყოველთვის მართალია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნაშრომში დასტურდება ვარაუდი (ჰიპოთეზა), რომ რუსეთის განვითარების ბუნებრივი გზაა ავტორიტარიზმი, რადგანაც ათეული წლები დაჭირდება (ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში) ავტორიტარული კულტურის ელემენტების აღმოფხვრას მოქალაქეების ცნობიერებიდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ილექებოდა მათ ცნობიერებაში და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.