სერვისის კლიმატს, თანამშრომლის გამოცდილებასა და ორგანიზაციულ ლოიალობას შორის მიმართება

სერვისის კლიმატი თანამშრომლის გამოცდილება თანამშრომლის ორგანიზაციული ლოიალობა მომსახურების ხარისხი მომხმარებლის მომსახურების ქცევა

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
სოციალური მეცნიერებები
February 6, 2022

ჩამოტვირთვები

კვლევა მიზნად ისახავს სერვისის კლიმატს, თანამშრომლის გამოცდილებას (EX) და თანამშრომლის ორგანიზაციულ ლოიალობას შორის კავშირის შესწავლას. კვლევის ინსტრუმენტებად გამოყენებული იყო სამი კითხვარი: სერვისზე ორიენტაციის სკალა -  Serv*or (Lytle, Hom, & Mokwa, 1988), თანამშრომლის გამოცდილების ინდექსი (Morgan, 2017) და თანამშრომლის ლოიალობის ინდექსი -eNPS (Reichheld, 2011). კვლევა ჩატარდა მომსახურების სფეროში მომუშავე 370 სუბიექტზე, რომლებიც  აფასებდნენ იმ ორგანიზაციას, სადაც მიმდინარედ მუშაობდნენ. კვლევის ფარგლებში შემუშავდა სერვისის კლიმატის საზომი ინსტრუმენტის ქართული ვერსია. კვლევის შედეგებმა დაადასტურა კვლევითი ჰიპოთეზები: თანამშრომლის აღქმული სერვისის კლიმატი დადებითადაა დაკავშირებული თანამშრომლის გამოცდილებასა და ორგანიზაციულ ლოიალობასთან, კერძოდ, მენეჯმენტის სერვისის ხედვა თანამშრომლის გამოცდილებისა და ლოიალობის ყველაზე ძლიერი პრედიქტორია; თავის მხრივ, თანამშრომლის გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ლოიალობას ორგანიზაციის მიმართ.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.