ქართული ყურძნის ჯიშებისგან წარმოებული კახური და ევროპული სტილის ღვინოების ბიოაქტიური კომპონენტების და ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა

თეთრი ღვინო კახური მეთოდი ანტიოქსიდანურ აქტივობა ბიოქტიური კომპონენტები

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
აგრარული მეცნიერებები
February 2, 2022

ჩამოტვირთვები

აღნიშნული კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ შემდეგი ბიოქიმიური პარამეტრები: ტანინების შემცველობა (%), ანტიოქსიდანტური აქტივობა (მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი), მონომერული ანთოციანების და საერთო პოლიფენოლების რაოდენობა (მგ/ლ გალის მჟავის ექვივალენტი)  თეთრ ღვინოის 16 ნიმუშში (რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი) დამზადებული ევროპული და კახური მეთოდით. კახური მეთოდით დამზადებულ ღვინოებში აღნიშნული პარამეტრები მერყეობს ტანინების 0.067-0.155%,  მონომერული ანთოციანების 2.093-14.472 მგ/ლ, საერთო პოლიფენოლების რაოდენობა 174.634-743.740მგ/ლ (გალის მჟავის ექვივალენტი),  ანტიოქსიდანტური აქტივობა 317.323-2460.675 მგ/ლ (ასკორბინის მჟავის ექვივალენტი), ხოლო ევროპულში შესაბამისად 0.037-0.055%, 1.202-2.004; 20.764-53.772 მგ/ლ (გალის მჟავის ექვივალენტი); 130.702-367.935 მგ/ლ ასკორბინის მჟავის ექვივალენტი); ღვინის ბიოქიმიური მაჩვენებლების მიხედვით ყველა კომპონენტში გამოირჩევა ქისი და ხიხვი,როგორც ევროპული ასევე კახური. გამოიკვეთა მჭიდრო დამოკიდებულება საერთო პოლიფენოლებსა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის (r2=0.934). თუმცა უფრო მაღალი ეს დამოკიდებულება იყო ტანინები-ანტიოქსიდანტურ აქტივობასა და  ტანინები-საერთო პოლიფენოლების რაოდენობას შორის (r2=0.957). ყველაზე დაბალი კი აღინიშნება მონომერული ანთოციანების რაოდენობის ურთიერთდამოკიდებულებაში ანტიოქსიდანურ აქტივობასთან (r2=0.767) და საერთო პოლიფენოლების რაოდენობასთან  (r2=0.767).

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.