დასავლეთ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების პოტენციალის გამოყენების რეგულირება

ენერგოდამოუკიდებულება რესურსები ჰესი რეგულირება ეკოლოგიური წონასწორობა დერივაცია რეკრეაცია

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
ინჟინერია და ტექნოლოგიები
January 17, 2022

ჩამოტვირთვები

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია ელექტროენერგიის წარმოების გარეშე. ელექტროენერგიის მაქსიმალური გამოყენების საფუძველზე ქვეყნებს უჩნდებათ ენერგო რესურსებზე ზრდადი მოთხოვნილება, რათა დააბალანსონ ელექტროენერგიის წარმოება. დასავლეთ საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი ჰიდრორესურსებს უჭირავს. ენერგეტიკულ მდინარეთა შორის უმსხვილესია    ენგური და რიონი, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზის მდინარეები უხვწყლიანობით, მაღალი ვარდნით, ჩქარი დინებითა და მაღალი ენერგო პოტენციალით გამოირჩევიან. ცხადია, მომავალში დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაბალანსება მოხდება ჰიდროელექტრო სადგურების ზრდით, უსაფრთხო მშენებლობებით, რაც საშუალებას მოგვცემს ელექტროენერგიის ნაწილი საზღვარგარეთ გავიტანოთ და ქვეყნის ეკონომიკა გავაძლიეროთ. დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკული მდინარეები საზრდოობენ მყინვარებით,  რაც განაპირობებს მდინარეთა დონის რყევას სეზონების მიხედვით. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის   მოხმარება იზრდება და  წყლის სიმცირის გამო გენერაციის მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ ადგილი აქვს თბოგენერაციას, რომელიც ზამთარში მთლიანი ენერგიის წარმოების 28%-ია. ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი მოძველებულია და ეფექტიანობის ასამაღლებლად მოდერნიზებას საჭიროებს, ხშირ შემთხვევაში არ ხდება წყალსაცავების შევსება, დამუშავება, საპროექტო მოთხოვნების დაცვა და დეფიციტური პერიოდისთვის საჭირო ენერგიის აკუმულირება. სხვადასხვა სახის ელექტროსადგურს აქვს სხვადასხვა ინტენსივობის ზემოქმედება ქვეყნის ბუნების ეკოლოგიურ წონასწორობაზე. ზოგიერთი ტიპი ელექტროსადგურის მიერ გამოწვეეულმა ზემოქმედებამ შესაძლოა გარემო პირობებზე უმნიშვნელო ზეგავლნა იქონიოს. ასეთ ელექტროსადგურებს განეკუთვნება ჰესები. მომავალი თაობის წინაშე მდგარი ენერგეტიკული სააფრთხეების მოგვარების ალტერნატიული გზაა მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება და  ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება.  ქვეყნის წინაშე მდგარი ენერგეტიკული კრიზისის მთავარი ორიენტირია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და სისტემის ჩამოყალიბება; განათლებული ადამიანების მოკრება და ენერგოდანაკარგების მინიმიზაცია.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.