ჰეპტა-O-აცეტილ-1-O-(2-ქლორო-3-ფენილ თიოპროპილ)-β-D-მალტოზას სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობა

თიოგლიკოზიდები მალტოზა ბენზოილის პეროქსიდი ფენილსულფონილქლორიდი ბიოლოგიური აქტივობა

ავტორები

ტომ. 3 No. 4 (2021)
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
November 3, 2021

ჩამოტვირთვები

ანოტაცია

           ნახშირწყლების წარმოებულები გამოირჩევიან ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით, რაც დასტურდება ნახშირწყლების ბაზაზე დამზადებული პრეპარატების ფართო გამოყენებით ფარმაცევტული ქიმიის სფეროში. ნახშირწყლების ნაერთის კვლევის შედეგად შესწავლილია კავშირი უნიკალურ სტრუქტურასა და მის ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს შორის. ლიპოფილური ადამანტინის ნაწილის შეყვანა დადასტურებულ მედიკამენტებში ან ბიოლოგიურად აქტიურ მოლეკულაში უმეტეს შემთხვევაში აუმჯობესებს მოლეულის ბიოლოგიურ მახასიათებლებს. იზრდება ლიპოფილური თვისებები და ამავდროულად მცირდება ტოქსიკურობა და გვერდითი არასასურველი ეფექტები. ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა აცეტილირებული გლიკოზიდების რეაქციები ფენილსულფონილქლორიდთან ბენზოილის პეროქსიდის კატალიზატორის თანდასწრებით. სინთეზირებულია ახალი გოგირდის შემცველი გლუკოზიდი: ჰეპტა-O-აცეტილ-1-O-(2-ქლორო-3-ფენილ თიოპროპილ)-β-D-მალტოზა. შესწავლილი იქნა დეზაცეტილირების შედეგად მიღებული პროდუქტის β-O-(2-ქლორო-3-ფენილ თიოპროპილ)-D-მალტოზის ბაქტერიციდული თვისებები კომპიუტერული პროგრამის PASS onlaines -ის დახმარებით (Prediction of Activity Spectra for Substance) შესაძლებელი გახდა ნივთიერებების აქტივობის დიაპაზონის პროგნოზირება. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა კორელაცია ბაქტერიციდულ თვისებებთან და PASS-ის დახმარებით ჩატარებულ ბიოლოგიურ აქტივობას შორის. სინთეზირებული ნაერთების სტრუქტურის განსაზღვრა მოხდა ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.