ენების წარმოშობის ახალი თეორია

ლინგვისტიკა ენის წარმოშობის ახალი თეორია ტრანსდისციპლინარულობა გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მეთოდები ინტერაქტიული ვიკილექსიკონის კონცეფცია

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
September 18, 2026

ჩამოტვირთვები

ლინგვისტიკა მეცნიერების ის დარგია, რომელიც, პრაქტიკულად, ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს ინტერესს იწვევს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კომპიუტერულ ლინგვისტიკას.

სტატიაში აღწერილი კვლევების მთავარი მიზანი იყო ენის წარმოშობის და ევოლუციის თაობაზე უფრო სრულყოფილი თეორიის შემუშავება, რომლის მისაღწევად ძიების პროცესში გამოიყენებოდა ტრანსდისციპლინური მიდგომა და გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მეთოდები.

გარდა ამისა, მიზნად იქნა დასახული ისეთი კონცეფციის შექმნა, რომელიც პოპულარულ ვებსაიტ wiktionary.org-ს სტატიკური საიტების საცავიდან გადააქცევს ინტერაქტიულ სისტემად, რაც  ლინგვისტებს და ფართო საზოგადოებასაც საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად შემოწმდეს და შეფასდეს წამოყენებული ჰიპოთეზების საფუძვლიანობა.

კვლევის მთავარი შედეგია ენის (ენების) წარმოშობის ახალი თეორია, რომელიც აერთიანებს ადრე არსებული სამეცნიერო თეორიების უმეტესობას.

ამ თეორიაზე დაყრდნობით შემუშავდა ენების წარმოშობისა და ევოლუციის სამეტაპიანი მოდელი:

  1. ენის წარმოშობის საწყის ეტაპზე ისეთმა ფენომენმა, როგორიცაა წყალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაცობრიობის ადრეული ლექსიკის ფორმირებაში;
  2. ენის ევოლუციის შემდეგი ეტაპი უკავშირდება ადამიანის მიერ ცეცხლის „მოთვინიერებას“;
  3. დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ადამიანები ადგილზე დაფუძნდნენ და ხელი მოჰკიდეს მიწათმოქმედებას, რასაც, საბოლოოდ, ქალაქებისა და სახელმწიფოების გაჩენა მოჰყვა, დაიწყო ენის (ენების) განვითარების მესამე ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება.

ავტორის სხვა ნაშრომებისგან განსხვავებით, ეს სტატია ზემოთ მოყვანილი სიის პირველ პუნქტს ეძღვნება.

დასკვნა: წყალმა, მრავალი თვალსაზრისით უნიკალურმა ფენომენმა, გადამწყვეტი როლი ითამაშა ენის (ენების) წარმოშობაში; სწორედ მისი სხვადასხვა გამოვლინებისთვის შერქმეულმა სახელებმა შეუქმნა საფუძველი თანამედროვე ენების  უზარმაზარ და მრავალფეროვან სამყაროს.