სქროლვიდან სიღრმემდე: ინტენსიური კითხვა ციფრულ აჩქარებულ ეპოქაში

ინტენსიური კითხვა ციფრული ფრაგმენტაცია სქროლვა კრიტიკული აზროვნება ინგლისური ენის პედაგოგიკა ჰიპერკითხვა

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
აგვისტო 27, 2026

ჩამოტვირთვები

21-ე საუკუნის საინფორმაციო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ტექსტთან ურთიერთობის ტრადიციული ფორმები/მიდგომები. ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა წარმოშვა ინფორმაციის ზედაპირული აღქმის - „სქროლვის“, სკიმინგისა (Skimming) და სკანირების (Scanning) - გაბატონებული პრაქტიკა, რაც აფერხებს აკადემიური აზროვნებისთვის აუცილებელ სიღრმისეულ  ანალიზს. წინამდებარე კვლევა კომპლექსურად შეისწავლის ციფრული ფრაგმენტაციის სოციოკოგნიტურ შედეგებს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოური (ინგლისური) ენის ათვისების პროცესს.

სტატიაში მთავარი აქცენტი კეთდება „ინტენსიური კითხვის“ (Intensive Reading) კონცეფციაზე, როგორც ენობრივი კომპეტენციის, კრიტიკული აზროვნებისა და სიღრმისეული გააზრების აღდგენის აუცილებელ პედაგოგიურ ინსტრუმენტზე ქართველი სტუდენტებისთვის. თვისებრივი და დოკუმენტურ-ანალიტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე სტატიაში განხილულია ეკრანზე დაფუძნებული „ჰიპერკითხვის“ მექანიზმები და მისი დაპირისპირება ხაზოვან/აკადემიურ კითხვასთან.

სტატია გვთავაზობს პრაქტიკულ სტრატეგიებსა და დიდაქტიკურ მოდელებს, რომლებიც მიზნად ისახავს ციფრული ეპოქის გამოწვევების საპასუხოდ აუდიტორიაში სიღრმისეული კითხვის კულტურის რეაბილიტაციასა და აკადემიური ჩართულობის ამაღლებას.