ორგანული გამხსნელების გასუფთავება და რეგენერაცია: თანამედროვე მიდგომები და განვითარების პერსპექტივები
ჩამოტვირთვები
ორგანული გამხსნელები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფარმაცევტულ, ნავთობქიმიურ და პოლიმერების წარმოებაში, თუმცა ტექნოლოგიური პროცესების დროს ისინი თანდათან ბინძურდებიან მინარევებით. გამოყენებული გამხსნელების პირდაპირი უტილიზაცია დაკავშირებულია როგორც მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებთან, ასევე გარემოს დაბინძურებასთან მრავალი ორგანული ნაერთების წარმოქმნის გზით. შესაბამისად, გაწმენდისა და რეგენერაციის ეფექტური ტექნოლოგიების შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს მდგრადი სამრეწველო საქმიანობისთვის. წინამდებარე ნაშრომში განხილულია გამხსნელების აღდგენის ძირითადი ფიზიკური, ქიმიური და კომბინირებული მეთოდები, მათი მოქმედების პრინციპები, უპირატესობები და შეზღუდვები. სტანდარტული ტექნოლოგიები, როგორებიცაა დისტილაცია და რექტიფიკაცია, იძლევა დიდი მოცულობის გადამუშავების საშუალებას, თუმცა ხასიათდება მაღალი ენერგომოხმარებით; ხოლო მემბრანული სეპარაცია, ექსტრაქცია და ვაკუუმური ტექნოლოგიები ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ აზეოტროპული ან თერმულად მგრძნობიარე ნარევებისთვის. ადსორბცია განსაკუთრებით ეფექტურია მცირე რაოდენობის მინარევების მოსაცილებლად, სადაც სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ბიომასაზე დაფუძნებულ ადსორბენტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ლიგნინზე, რომლის ფუნქციური ჯგუფების მრავალფეროვნება, მაღალი ფორების არსებობა და ქიმიური მოდიფიცირების შესაძლებლობა იძლევა იაფი, მაღალეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ადსორბენტების შექმნის საშუალებას. გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად დანერგილია ინტეგრირებული პროცესები - მაგალითად, დისტილაციისა და ადსორბციის ან მემბრანული ტექნოლოგიების კომბინაცია -გამხსნელის მაღალი სიწმინდის მისაღწევად და ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციისთვის. მთლიანობაში, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი ადსორბენტების განვითარება ხელს უწყობს „მწვანე ქიმიის“ პრინციპების დანერგვასა და რესურსების მდგრად განმეორებით გამოყენებას.
Downloads
1. Wypych, G. (2023). Handbook of Solvents. 3rd Edition. ChemTec Publishing.
2. Smallwood, I. M. (1996). Handbook of Organic Solvent Properties. Arnold Publishers.
3. Perry, R. H., & Green, D. W. (2019). Perry’s Chemical Engineers’ Handbook. 9th Edition. McGraw–Hill Education.
4. Seader, J. D., Henley, E. J., & Roper, D. K. (2016). Separation Process Principles. 4th Edition. Wiley.
5. Ruthven, D. M. (1984). Principles of Adsorption and Adsorption Processes. John Wiley & Sons.
6. Marsh, H., & Rodríguez-Reinoso, F. (2006). Activated Carbon. Elsevier.
7. Bansal, R. C., & Goyal, M. (2005). Activated Carbon Adsorption. CRC Press.
8. Mohan, D., & Pittman, C. U. (2006). Activated carbons and low-cost adsorbents for remediation of organic pollutants. Journal of Hazardous Materials, 137, 762–811.
9. Foo, K. Y., & Hameed, B. H. (2010). Insights into the modeling of adsorption isotherm systems. Chemical Engineering Journal, 156, 2–10.
10. IUPAC. (2015). Compendium of Chemical Terminology (Gold Book). International Union of Pure and Applied Chemistry.
11. U.S. Environmental Protection Agency (EPA). (2016). Solvents in the Workplace. Washington, DC: U.S. EPA.
12. European Chemicals Agency (ECHA). Guidance on the compilation of Safety Data Sheets. December 2020. Helsinki: European Chemicals Agency.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

