4.1 მედიცინა

ხმის ვოკალური ბიომარკერები გულის უკმარისობის მართვაში: პათოფიზიოლოგიური საფუძვლები, თანამედროვე მტკიცებულებები და მომავალი პერსპექტივები

გულის უკმარისობა ვოკალური ბიომარკერები ხელოვნური ინტელექტი ციფრული ბიომარკერები დისტანციური მონიტორინგი ხმის ანალიზი ციფრული ჯანმრთელობა პერსონალიზებული მედიცინა

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
August 10, 2026

ჩამოტვირთვები

შესავალი: გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ) წარმოადგენს თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც ასოცირებულია ავადობის, სიკვდილიანობისა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის  მატების მნიშვნელოვან რისკთან. მიუხედავად მედიკამენტური თერაპიის გაუმჯობესებისა, პაციენტთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ კვლავ იმყოფება დეკომპენსაციის მაღალი რისკის ქვეშ. არსებული დისტანციური მონიტორინგის მეთოდები, მათ შორის სხეულის წონის ყოველდღიური კონტროლი და სიმპტომების თვითშეფასება, ხშირად ვერ უზრუნველყოფს სითხის შეკავებისა და ფილტვის კონგესტიის ადრეულ გამოვლენას. გულის უკმარისობის მართვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მდგომარეობის გაუარესების ადრეული გამოვლენა, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, როდესაც ვითარდება სითხის შეკავება და ფილტვის კონგესტია, თუმცა კლინიკური სიმპტომები ჯერ კიდევ მინიმალურად არის გამოხატული.

არსებული მონიტორინგის მეთოდები, მათ შორის სხეულის წონის ყოველდღიური კონტროლი და სიმპტომების თვითშეფასება, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს პათოფიზიოლოგიური ცვლილებების ადრეულ იდენტიფიცირებას.

ბოლო წლებში ციფრული ჯანმრთელობისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებამ შექმნა ახალი შესაძლებლობები ქრონიკული დაავადებების დისტანციური მართვისთვის. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვოკალური ბიომარკერები — ხმის აკუსტიკური მახასიათებლების საფუძველზე მიღებული ციფრული ინდიკატორები, რომლებიც შესაძლოა ასახავდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

მიზანი: წინამდებარე მიმოხილვის მიზანია გულის უკმარისობის მართვაში ვოკალური ბიომარკერების გამოყენების პათოფიზიოლოგიური საფუძვლების, თანამედროვე კლინიკური მტკიცებულებების, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების შეფასება.

მეთოდოლოგია: ჩატარდა ნარატიული ლიტერატურული მიმოხილვა. ლიტერატურის მოძიება განხორციელდა PubMed/MEDLINE, Scopus და Web of Science მონაცემთა ბაზებში. ძიებისას გამოყენებული იქნა შემდეგი საკვანძო ტერმინები: „heart failure“, „vocal biomarkers“, „voice analysis“, „artificial intelligence“,  „digital biomarkers“, „remote monitoring“. ძირითადი ყურადღება დაეთმო 2020–2025 წლებში გამოქვეყნებულ კვლევებს, რომლებიც აფასებდნენ ვოკალური მახასიათებლების კავშირს გულის უკმარისობის კლინიკურ მდგომარეობასთან, ჰოსპიტალიზაციის რისკთან და დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობებთან.

ძირითადი მიგნებები

არსებული კვლევები მიუთითებს, რომ ხმის გარკვეული აკუსტიკური მახასიათებლები შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობის დროს განვითარებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან. ვოკალური ბიომარკერების ანალიზში ხშირად გამოიყენება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა: ჯიტერი (jitter) იგი წარმოადგენს ხმის აკუსტიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს პარამეტრს. ჯიტერი გამოიყენება სახმო იოგების ვიბრაციის მიკრო-არასტაბილურობის შესაფასებლად, შიმერი (shimmer) შიმერი (Shimmer) არის ბგერის ამპლიტუდის (ხმამაღლობის) პერიოდული ცვალებადობის საზომი., ჰარმონია-ხმაურის თანაფარდობა (HNR), მეტყველების სიჩქარე, ფონაციის ხანგრძლივობა, მეტყველების პაუზების სტრუქტურა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ალგორითმებმა აჩვენა შესაძლებლობა, გამოავლინონ ხმის ისეთი მცირე ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობის გამწვავების ადრეულ ეტაპებთან.

თუმცა, არსებული მტკიცებულებები ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით დადასტურებას, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი, მრავალცენტრული და განსხვავებულ პოპულაციებზე ჩატარებული კვლევების საშუალებით.

დასკვნა: ვოკალური ბიომარკერები წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას ციფრულ კარდიოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერ ჩაანაცვლებენ გულის უკმარისობის სტანდარტულ კლინიკურ შეფასებას, შესაძლებელია მათი გამოყენება როგორც დამატებითი ციფრული ინსტრუმენტის პაციენტთა დისტანციური მონიტორინგისა და ადრეული რისკის შეფასებისთვის. მომავალში საჭიროა დამატებითი კვლევები მათი კლინიკური ეფექტურობის, სანდოობისა და ყოველდღიურ პრაქტიკაში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესაფასებლად.