ჯანდაცვის ‘ოქროს სამკუთხედის’ თეორია და პრაქტიკა

ოქროს სამკუთხედი პერსონალისა და პაციენტთა უსაფრთხოება ფსიქოლოგიური მდგრადობა ფიზიკური ნაგებობები და გარემო ბიოლოგიური და ქიმიური ფაქტორები

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
July 21, 2026

ჩამოტვირთვები

ჯანდაცვის სისტემის საბოლოო მიზანი არის პაციენტის გამოჯანმრთელება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია პერსონალის გარანტირებული უსაფრთხოების გარეშე. პერსონალის ჯანმრთელობა, მუშაობის უნარის შენარჩუნება და ფსიქოლოგიური მდგრადობა წარმოადგენს იმ საყრდენს, რომელზეც დგას პაციენტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. მდგრადი ინფრასტრუქტურა, ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური ფაქტორები, სამშენებლო სტანდარტები და პროცედურული წესრიგი ქმნიან რისკების შემცირების მხარდამჭერ გარემოს. წინამდებარე კვლევები შესრულებულია სამედიცინო პერსონალზე მიმართული რისკების შემცირების კუთხით, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ე.წ. ‘ოქროს სამკუთხედს’, რომლის ფარგლებში პაციენტის გამოჯანმრთელება, პერსონალის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის მდგრადობა წარმოადგენს ერთიან ინტეგრირებულ სისტემას, სადაც თითოეული კომპონენტი აუცილებელია დასახული მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში მითითებული ‘ოქროს სამკუთხედის’ პრინციპების გასატარებლად ქვეყნების მიხედვით ადგილობრივი თავისებურებების მხედველობაში მიღებას აქვს ადგილი. კერძოდ, ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებში პრიორიტეტი ენიჭება: ინფრასტრუქტურის მდგრადობას (იაპონია), ბიოლოგიური რისკების კონტროლს (აშშ), ფსიქოსოციალური რისკების მართვას (გერმანია, შვედეთი), ქიმიური და ფიზიკური რისკების შემცირებას (გერმანია).