მწვავე შეძენილი შეუღლებული ეზოტროპია და ციფრული მოწყობილობების ჭარბი მოხმარება ბავშვებში: სამი კლინიკური შემთხვევის აღწერა
ჩამოტვირთვები
მწვავე შეძენილი შეუღლებული ეზოტროპია სიელმის იშვიათი ფორმაა, რომელიც ხასიათდება თვალის უეცარი გადახრით და დიპლოპიით (მხედველობის გაორებით). ბოლო წლებში აღინიშნება ამ მდგომარეობის სიხშირის ზრდა ბავშვებსა და მოზარდებში, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია ციფრული მოწყობილობების ხანგრძლივ და ინტენსიურ გამოყენებასთან.
წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია 8–12 წლის ასაკის სამი პაციენტის კლინიკური შემთხვევა, რომელთაც მწვავე შეძენილი შეუღლებული ეზოტროპია და დიპლოპია განუვითარდათ ელექტრონული მოწყობილებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ (≥4 საათი). კლინიკურმა გამოკვლევამ ყველა შემთხვევაში გამოავლინა თვალების შეუზღუდავი მოძრაობა და ნევროლოგიური პათოლოგიის არარსებობა, ხოლო გადახრის კუთხე მერყეობდა 30 დან 55 პრიზმულ დიოპტრიამდე.
პაციენტებს თავდაპირველად უტარდებოდათ დინამიკური დაკვირვება, ხოლო გადახრის მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ ჩატარდა ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა მოიცავდა მედიალური სწორი კუნთების ორმხრივ რეცესიას ან ცალმხრივ რეცესია-რეზექციას.
ოპერაციის შემდგომ ყველა პაციენტთან მიღწეულ იქნა ორთოფორია, სრულად აღმოიფხვრა დიპლოპია და აღდგა სტერეოსკოპიული მხედველობა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მოწყობილობების ჭარბ გამოყენებასა და მწვავე შეძენილი შეუღლებული ეზოტროპიის განვითარებას შორის შეინიშნება დროებითი კავშირი, მათი მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, ქირურგიული მკურნალობა ეფექტურ მეთოდად რჩება თვალების სწორი მდებარეობისა და ბინოკულარული ფუნქციის აღსადგენად.
Downloads
1. Kim JM, Shin J, Lee YH, Lee YH. Clinical features and change in incidence of acute acquired comitant esotropia: a 15-year single-centre study in South Korea. Eye (Lond). 2024 Jun;38(8):1529-1534. doi: 10.1038/s41433-024-02945-1. Epub 2024 Feb 1. PMID: 38302534; PMCID: PMC11126407.
2. Lekskul A, Chotkajornkiat N, Wuthisiri W, Tangtammaruk P. Acute Acquired Comitant Esotropia: Etiology, Clinical Course, and Management. Clin Ophthalmol. 2021 Apr 15;15:1567-1572. doi: 10.2147/OPTH.S307951. PMID: 33883873; PMCID: PMC8055253.
3. BURIAN HM, MILLER JE. Comitant convergent strabismus with acute onset. Am J Ophthalmol. 1958 Apr;45(4 Pt 2):55-64. doi: 10.1016/0002-9394(58)90223-x. PMID: 13520873.
4. Buch H, Vinding T. Acute acquired comitant esotropia of childhood: a classification based on 48 children. Acta Ophthalmol. 2015 Sep;93(6):568-74. doi: 10.1111/aos.12730. Epub 2015 May 20. PMID: 25989866.
5. Okita Y, Kimura A, Masuda A, Mochizuki Y, Kondo M, Yamadera K, Gomi F. Yearly changes in cases of acute acquired comitant esotropia during a 12-year period. Graefes Arch Clin Exp Ophthalmol. 2023 Sep;261(9):2661-2668. doi: 10.1007/s00417-023-06047-8. Epub 2023 Apr 17. PMID: 37067584; PMCID: PMC10107582.
6. Lee HS, Park SW, Heo H. Acute acquired comitant esotropia related to excessive Smartphone use. BMC Ophthalmol. 2016 Apr 9;16:37. doi: 10.1186/s12886-016-0213-5. PMID: 27061181; PMCID: PMC4826517.
7. Wen W, Farzavandi SK, Sato M, Quah BL, Ko ST, Surendran TS, Wang AG, Hwang JM, Sitorus RS, Dai S, Zhang W, Zhao K, Yam JC, Martin F, Zhao C. Clinical practices on acute acquired comitant esotropia: A consensus statement proposed by the Council of Asia-Pacific Strabismus and Pediatric Ophthalmology Society. Asia Pac J Ophthalmol (Phila). 2025 Jan-Feb;14(1):100134. doi: 10.1016/j.apjo.2025.100134. Epub 2025 Jan 11. PMID: 39805428.
8. Nishikawa N, Sato M. Acute acquired comitant esotropia: Current understanding of its etiological classification and treatment strategies. Taiwan J Ophthalmol. 2024 Jan 11;15(1):79-87. doi: 10.4103/tjo.TJO-D-23-00084. PMID: 40213304; PMCID: PMC11981569.
9. Montriwet M. Possibility of Neurological Diseases Associated with Acute Acquired Comitant Esotropia. Korean J Ophthalmol. 2023 Apr;37(2):120-127. doi: 10.3341/kjo.2022.0112. Epub 2023 Feb 9. PMID: 36758536; PMCID: PMC10151165.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

