4.4 სტომატოლოგია

პირველადი ჯანდაცვისა და სტომატოლოგიური სერვისების კოლაბორაცია დაავადებათა პრევენციისთვის

პირველადი ჯანდაცვა პირის ღრუს ჯანმრთელობა სტომატოლოგიური მომსახურეობა პრევენცია ინტერპროფესიული თანამშრომლობა

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
June 28, 2026

ჩამოტვირთვები

პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგადი ჯანმრთელობის განუყოფელი კომპონენტია, თუმცა სტომატოლოგიური დაავადებები დღემდე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პირის ღრუს დაავადებების მაღალი გავრცელება და მათი კავშირი სხვადასხვა სისტემურ პათოლოგიასთან, ხაზს უსვამს ინტეგრირებული ჯანდაცვის მოდელების მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში, პირველადი ჯანდაცვისა და სტომატოლოგიური მომსახურების კოლაბორაციული მოდელების შეფასება განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს, რადგან მათი ეფექტიანი თანამშრომლობა ხელს უწყობს დაავადებების პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ჯანმრთელობის შედეგების გაუმჯობესებას.

წინამდებარე ლიტერატურული მიმოხილვის მიზანია, პირველადი ჯანდაცვისა და სტომატოლოგიური მომსახურების თანამშრომლობის ეფექტიანობის შეფასება და იმ ძირითადი ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უშლის მათ ინტეგრაციის პროცესს. ნაშრომში განხილულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და თანამედროვე საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ადასტურებს პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობის მჭიდრო ურთიერთკავშირს.