პომიდვრის შენახვის დინამიკის შეფასება α-ამინომჟავა L-ლეიცინზე დაფუძნებული ფსევდოპროტეინის (ფპ) 7%-იანი საკვები საფარით

პომიდორი ფსევდოპროტეინი საკვები საფარი წონითი დანაკარგი შაქრები ნედლი უჯრედანა

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
ივნისი 8, 2026

ჩამოტვირთვები

აგროპროდუქტების შენახვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების სწრაფი გაუარესება, რაც დაკავშირებულია ტენის დაკარგვასთან, სუნთქვით პროცესებთან და უჯრედული სტრუქტურების დეგრადაციასთან. თანამედროვე კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოდეგრადირებად საკვებ საფარებს, რომლებიც ამცირებენ მეტაბოლური პროცესების ინტენსივობას და ახანგრძლივებენ პროდუქტის შენახვის ვადას.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა პომიდვრის შენახვის დინამიკის შეფასება α-ამინომჟავა L-ლეიცინზე დაფუძნებული ფსევდოპროტეინის (ფპ) 7%-იანი საკვები საფარის გამოყენებით. კვლევა განხორციელდა წინასწარი ოპტიმიზაციის საფუძველზე შერჩეულ პირობებში 16°C ტემპერატურაზე, 70±5% ფარდობითი ტენიანობის პირობებში და 27-დღიანი შენახვის რეჟიმში. შეფასდა წონითი დანაკარგის, საერთო ხსნადი შაქრების (°Brix) და ნედლი უჯრედანას დინამიკა.

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ფპ საფარი მნიშვნელოვნად ამცირებს წონით დანაკარგს, ანელებს შაქრების შემცირებას და უზრუნველყოფს ნედლი უჯრედანას შედარებით სტაბილურ შენარჩუნებას კონტროლის ნიმუშებთან შედარებით. დადგენილია, რომ 7%-იანი ფსევდოპროტეინული საფარი ეფექტურად ზღუდავს დეჰიდრატაციულ და მეტაბოლურ პროცესებს, რაც ხელს უწყობს პომიდვრის სასაქონლო და სტრუქტურული ხარისხის შენარჩუნებას.