მიწის სამუშაოთა უსაფრთხოების ამაღლება გრუნტის კედლების გამაგრების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით
ჩამოტვირთვები
დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, შრომის პირობები და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, საქართველოსათვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად ასრულებს, მათ შორის შრომის უსაფრთხოების დადგენილებების შემოღებით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია მიწის სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დადგენილება, რომელშიც გაწერილი იქნება თითოეული ნაბიჯი.
საჭიროა ბიზნესმა კარგად განსაზღვროს შრომის უსაფრთხოების ხარჯები და გვჭირდება გარკვეული დრო, რათა მოქალაქეების ცნობიერება ამაღლდეს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მხრივ.
სტატიაში განხილულია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა მიწის დამუშავებისას და ნათხარის კედლების გამაგრებისას. კონკრეტულად მოყვანილია ჰიდრავლიკური გამბრჯენების გამოყენების უპირატესობა ტრადიციულ ტექნოლოგიებთან შედარებით.
სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტისას, სადაც მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები, ნათლად გამოჩნდა, რომ მშენებლები უკვე ნაცნობი აპრობირებული მეთოდების გამოყენებას ირჩევენ. ჩვენ ვურჩიეთ თანამედროვე ჰიდრავლიკური გამბრჯენები/მისაბჯენები, რომელზეც ცოდნაც ნაკლები აქვთ და ცვლილებების მთავარ მიზეზად ფინანასებს ასახელებენ. უნდა ითქვას, რომ კვალიფიკაციის და ცოდნის გაღმავებაც საჭიროა. ამისთვის საჭიროა კადრები, ვინც გადაამზადებს ადგილობრივ პერსონალს, ასწავლის ტექნიკის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჰიდრავლიკური გამბრჯენები, თავისი უპირატესობებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელიც უსაზღვრო საშუალებას აძლევს მშენებლებს მიწის სამუშაოების დროს. ამის მაგალითია განვითარებულ ქვეყნებში მშენებლობები, სადაც ამ მექანიზმის გამოყენებით უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ ტექნოლოგიის შემოღება ქართულ ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახალი მრავალსართულიანი შენობებისა და სხვა სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებისათვის დროის, უსაფრთხოების და მატერიალური ხარჯების მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება კი მოგებას თავისთავად გაზრდის.
Downloads
ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი „შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში”. გამ-ბა „ტექნიკური უნივერსიტეტი“. ISBN 978-9941-28-841-8. 2023 წ.
N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. „Improvement of safety measures in construction by using modern railing and fall arrest systems“. TASHKENT INTERNATIONAL CONGRESS ON MODERN SCIENCES - III. TASHKENT CHEMICAL-TECHNOLOGICAL INSTITUTE. April 22-23, 2024. Tashkent, Uzbekistan. ნ.რაზმაძე ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. „მშენებლობაზე უსაფრთხოების ღონისძიებათა გაუმჯობესება თანამედროვე მოაჯირული და საჭერი სისტემების გამოყენებით“. ტაშკენტის ინტერნაციონალური კონგრესი თანამედროვე მეცნიერებებში-III.
ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი მ.ქიტოშვილი,ა.კორკოტაძე. „უბედური შემთხვევების და პროფდაავადებათა რისკ-ფაქტორები მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ #1 (744 ). 2024 წ. ISSN 0130-7061 Index 76127
ნ.რაზმაძე, ნ. რატიანი, მ.ქიტოშვილი. ნ.მაჭავარიანი. „უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკების შეფასება მშენებლობაში“. ქართულენოვანი მრავალდარგობრივი სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „მეცნიერება და ტექნოლოგიები“. #1 (747 ). 2025 წ.
N. Ratiani, M. Darakhvelidze. N. Razmadze. “Establishing a system of hazard identification and risk assessment and existing flaws”. Georgian Engineering News. #2, vol.101, 2024. 14-20 pg. ნ. რატიანი, მ. დარახველიძე, ნ.რაზმაძე „საფრთხის იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და არსებული ხარვეზები“.
ნ. რაზმაძე, ა. კორკოტაძე, ნ.რატიანი . “სიმაღლეზე მუშაობის შესაძლო საფრთხეების კონტროლი მოაჯირული და საჭერი სისტემების მაგალითზე“. სტუ, შრომების კრებული #1 (531). 2024 წ. UDS 658. 382. SCOPUS CODE 2213.
ნ. რაზმაძე, ნ.რატიანი, ა. კორკოტაძე. „სიმაღლეზე მომუშავეთა ფიზიკური საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებები“ (მოხსენება და სტატია ინგლ. ენაზე) მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია: „ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში“. სტუ. სამშენებლო ფაკულტეტი. 15-16 თებერვალი, 2024 წ. „Means of minimizing physical hazards of workers at height“.
N. Razmadze, N. Ratiani, A. Korkotadze. “IMPROVING SAFETY MEASURES FOR WORKERS AT HEIGHT”. International Marmara scientific research and innovation congress. ISTANBUL, JANUARY 27-28. 2024. ნ. რაზმაძე, ნ. რატიანი, ა. კორკოტაძე. “სიმაღლეზე მომუშავეთა უსაფრთხოების ღონისძიებების გაუმჯობესება”. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების კონგრესი. სტამბოლი, 27-28 იანვარი, 2024წ.
ნ. რატიანი, ნ. რაზმაძე, მ. დარახველიძე. „შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში“. ქართველი მეცნიერები, 150-166გვ. (2024). https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/3097/3089
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

