4.1 მედიცინა

კოლორექტული დისპლაზიური პოლიპებისა და ადენოკარცინომების ჰეტეროგენულობა: სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტებისა და სიმსივნური მიკროკლასტერების ურთიერთკავშირი, პროგრესიისა და პროგნოზის თავისებურებები

კოლორექტული კიბო დისპლაზიური პოლიპები ადენოკარცინომა სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტები Tumor Buds ჰეტეროგენულობა ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაცია ბიომარკერები პროგნოზი იმუნოსკორი

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
მაისი 31, 2026

ჩამოტვირთვები

კოლორექტული კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და კლინიკურად მნიშვნელოვან ავთვისებიან ნეოპლაზიას, რომლის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადენომა-კარცინომის თანმიმდევრობასთან, გენეტიკურ და ეპიგენეტიკურ ცვლილებებთან, ასევე სიმსივნის მიკროგარემოს თავისებურებებთან. თანამედროვე კვლევები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კოლორექტული დისპლაზიური პოლიპებისა და ადენოკარცინომების ჰეტეროგენულობაზე, რომელიც მოიცავს ჰისტოლოგიურ, მოლეკულურ, იმუნოლოგიურ და კლინიკურ მრავალფეროვნებას. აღნიშნული ჰეტეროგენულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიმსივნის პროგრესირებაზე, ინვაზიურობაზე, მეტასტაზურ პოტენციალსა და პაციენტის ზოგად პროგნოზზე.

წინამდებარე ლიტერატურის კრიტიკული მიმოხილვა აერთიანებს თანამედროვე მონაცემებს კოლორექტული პოლიპებისა და ადენოკარცინომების პათოგენეზის, კლასიფიკაციის, მოლეკულური მახასიათებლებისა და პროგნოზული ბიომარკერების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტების (TILs) და სიმსივნური მიკროკლასტერების (Tumor Buds) ურთიერთქმედებას, როგორც სიმსივნის აგრესიულობის, ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციისა და იმუნური ზედამხედველობიდან თავის აცილების მნიშვნელოვან ინდიკატორებს. განხილულია ისეთი მოლეკულური მარკერები და გზები, როგორიცაა APC, KRAS, TP53, BRAF, MSI, CIMP, E-cadherin, β-catenin, Ki-67, Bcl-2, VEGF და CD163, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კოლორექტული კარცინოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე.

ნაშრომში ასევე შეფასებულია TNM კლასიფიკაციის, კონსენსუსის მოლეკულური ქვეტიპების (CMS) და იმუნოსკორის ინტეგრაციის მნიშვნელობა პერსონალიზებული მედიცინის კონტექსტში. თანამედროვე კვლევების მიხედვით, TIL-ებისა და სიმსივნური „ბადების“ შეფასება შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც მნიშვნელოვანი პროგნოზული და პრედიქტიული მარკერი, რაც ხელს შეუწყობს პაციენტთა რისკის-სტრატიფიკაციასა და ინდივიდუალური თერაპიული მიდგომების განსაზღვრას.