4. ჯანმრთელობის მეცნიერებები 4.1 მედიცინა

სონოგრაფიის როლი ფილტვის კარდიოგენული შეშუპების დიაგნოსტიკაში

ფილტვის სონოგრაფია გულის უკმარისობა ფილტვის შეშუპება

ავტორები

  • დიმიტრი წვერავა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia
  • მიხეილ წვერავა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia
ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 30, 2026

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანი ფილტვის სონოგრამის ცვლილებების შესწავლა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

კვლევის მასალა და მეთოდები:  შევისწავლეთ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გუ-ს მქონე 215 ავადმყოფი, საშუალო ასაკით 63,8±4,4 წელი, მამაკაცი - 139, ქალი - 76. საკონტროლო  ჯგუფს შეადგენდა ჯანმრთელი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაურთულებელი დაავადების მქონე 74 პირი, საშუალო ასაკით 62,6±9,8 წელი, მათგან მამაკაცი - 42, ქალი - 32. ყველა პაციენტს ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა 2 პროექციაში, ელექტროკარდიოგრაფიული და სტანდარტული ექოკარდიოგრაფიული კვლევა.  გულმკერდის სონოგრაფიულ კვლევას ვაწარმოებდით 2,5-3,5 მგჰც-იანი სექტორული ან კონვექსური გადამწოდით 2-განზომილებიან რეჟიმში. სონოგრამას ვიწერდით გულმკერდის ორივე მხარეს 12 წერტილიდან, რომლებიც შეესაბამებოდა ფილტვის წილებს პროექციას. გამოსახულებაზე ფასდებოდა ყველა ულტრაბგერითი ფენომენი.

კვლევის შედეგები:

 გუ-ს მქონე ჯგუფში სონოგრაფიით პლევრის ღრუში სითხე აღმოაჩნდა 78 ავადმყოფს (36,3%). სონოგრაფიული კვლევით გუ-ს მქონე 207 ავადმყოფთან (96,3%) გამოვლინდა რევერბერაციის თავისებური ვარიანტი ე.წ კომეტის კუდის ფენომენი (კფ) B-line. საკონტროლო ჯგუფში კფ B-line დაფიქსირდა მხოლოდ 24 ავადმყოფთან (32,4%). გუ-ს დროს ავადმყოფთა 91,6%-თან (კფ) B-line დაფიქსირდა სალოკაციო 6 და მეტი წერტილიდან, საკონტროლო ჯგუფში შემთხვევათა 97,3%-ში (კფ) B-line ისახებობა 3 ან ნაკლები წერტილიდან. გულმკედრზე სალოკაციო წერტილიდან. თუ ნორმასა და ფშ-ს შორის განსხვავების ზღვრულ მაჩვენებელად მივიჩნევთ კფ-ის გამოვლენას გულმკერდის სალოკაციო 4-ზე მეტი პოზიციიდან სიმპტომის მგრძნობელობა 0.94-ია, სპეციფიურობა 0,97 დადებითი პრედიქტულობა 0,99, უარყოფითი 0,86, სიზუსტე  0,95-ია.

დასკვნები: გუ-თი განპირობებული ფშ-ის დროს გულმკერდის სონოგრამაზე აღინიშნება მრავლობითი, ხანგრძლივი კომეტის ფენომენის B-line-ს გამოჩენა, რომელიც გულმკერდის დიდ მონაკვეთზე ფიქსირდება. კომეტის ფენომენის B-line-ს გამოვლენა გულმკერდის სონოგრაფიის პროცეში 4 და მეტი სალოკაციო პოზიციიდან გუ-ით განპირობებული ფშ-ს მგრძნობიარე და სპეციფიური ნიშანია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაგნოსტიკის პროცესში.