მემბრანების ზედაპირის სტრუქტურის კვლევა სხვადასხვა სივრცითი გარჩევადობის პირობებში და კონფორმაციული მდგომარეობათან კორელაციური ანალიზი

მემბრანა სტრუქტურა მორფოლოგია რელიეფი სიმქისე კონფორმაცია

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 29, 2026

ჩამოტვირთვები

ნაშრომში წარმოდგენილია პოლიმერული კომპოზიციების გამყარებული ფაზის - მემბრანების ზედაპირის რელიეფის ტოპოგრაფიული კვლევა მასკანირებული ზონდური მიკროსკოპიის გამოყენებით. კვლევა ჩატარებულია მაღალი რეზოლუციის მასკანირებულ ზონდურ და ტუნელურ მიკროსკოპზე - Certus standart V, NSG20 ტიპის კანტილევერით, უკონტაქტო რეჟიმის პირობებში და  ზონდის ნემსის რადიუსით 10 ნმ, 5 ნმ, 3 ნმ, 2 ნმ და 1 ნმ, რამაც უზრუნველყო სტრუქტურული ანალიზის წარმოება ნანომასშტაბიან დონეზე. ზონდის ნემსის რადიუსის შემცირებამ უზრუნველყო სივრცითი გარჩევადობის თანმიმდევრული ზრდა, შესაძლებელი გახადა ნანომასშტაბიან დონეზე სტრუქტურული ანალიზის ჩატარება და განსხვავებული მასშტაბის (ზომის ან ფორმის) სტრუქტურული ელემენტების იდენტიფიკაცია. გამოვლენილია კორელაციური კავშირი პოლიმერის კონფორმაციულ მდგომარეობასა და გამყარებული ფაზის სტრუქტურულ მახასიათებლებს შორის. დადგინდა, რომ ზონდის ნემსის რადიუსის შემცირება ზრდის შესაძლებელ სივრცით გარჩევადობას, რაც ნანოსტრუქტურული ელემენტებისა და არაერთგვაროვნებების (ჰეტეროგენულობების) დეტალური იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.