პოლიტიკური ლიდერობის თეორიები და პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

პოსტსაბჭოთა ლიდერობა
ლიდერობის თეორიები
პოლიტიკური კულტურა
ველიკორუსული შოვინიზმი
ავტორიტარული

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი ე., ავთანდილ ტუკვაძე, & აკაკი აბზიანიძე. (2021). პოლიტიკური ლიდერობის თეორიები და პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები. ქართველი მეცნიერები, 3(3), 114–135. https://doi.org/10.52340/gs.2021.08.08

ანოტაცია

ნაშრომში პოლიტიკური ლიდერობის წარმოშობის  თეორიებზე (თვისებათა, სიტუაციური, მიმდევრების, ფსიქოლოგიური)   დაყრდნობით, კომპარატიული და თვისებრივი  კვლევების საფუძველზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში შესწავლილია პოლიტიკური ლიდერობის თავისებურებები. ლიდერი იყენებს სიტუაციას, ეყრდნობა მიმდევრებს, უმეტეს შემთხვევაში ქარიზმით დაჯილდოებულ დიდ ლიდერებს ახასიათებთ მთელი რიგი ფსიქოლოგიური თავისებურებები, მაგრამ ყველა შემთხვევაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს ლიდერული თვისებები, რომელთა უმეტესობა  თანდაყოლილია. ჩვენი აზრით, მკვლევარების არგუმენტი, რომ ლიდერის თვისებები ახასიათებს ჩვეულებრივ მოკვდავებს, არაა დამაჯერებელი „თვისებათა თეორიის“ უარსაყოფად  ორი გარემოების გამო: ჯერ ერთი, ლიდერი ადამიანია, სოციალური არსებაა (ადამიანი პოლიტიკური არსებაა და ცალკე თვითკმარ არსებად ის ან მხეცია ან ღმერთი –არისტოტელე) და ბუნებრივია იგი ადამიანური თვისებების მატარებელია; მეორე, ლიდერს განსაკუთრებული თვისებები დიდი ხარისხით (დოზით) ახასიათებს და რაც მთავარია ისინი ხელისუფლებისაკენ ლტოლვის პროცესში მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ და ყველა სხვა ქმედებები მას ემორჩილება. ეს მსჯელობა ეხება კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეულ დიდი ლიდერებს, რომელთა ქმედებამ შეცვალა ისტორიის განვითარების ვექტორი, ხოლო პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ სცენაზე ამ მასშტაბის (დონის) უნარ–ჩვევების მატარებელი  ლიდერები ჯერ–ჯერობით არ გვხვდებიან. საკვლევი თემის ჰიპოთეზაა: პოსტსაბჭოთა  ქვეყნების პოლიტიკურ არენაზე ლიდერობის თავისებურებებს განაპირობებს ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის დომინანტობა, მძიმე სოციალ–ეკონომიკური ფონი, მოცემული ერის ეროვნულ–ფსიქოლოგიური, მენტალური განვითარების თავისებურებები, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები. თითოეული დასახელებული გარემოება განსხვავებული ხარისხით ახდენს გავლენას ლიდერების არჩევის პროცესზე (მაგ; ქართულ სინამდვილეში საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს ლიდერის ხელისუფლებრივ პოზიციებს, რადგანაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გასაღები ქვეყნის გარეთაა გატანილი და მსგავსი ფსიქოლოგიური განწყობა „უცხოს ბაძი“ შეესაბამება ქართულ მენტალიტეტს და ელექტორატის განწყობას, ხოლო რუსეთში ლიდერი უპირატესად რუსული გეოპოლიტიკური ინტერესებით, მართლამადიდებლურ–მესიანისტური იდეებით არის შთაგონებული და რაც მთავარია– მხარს უნდა უჭერდეს „ველიკორუსული შოვინიზმისა“ და რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ გამაერთიანებელ, ეროვნულ იდეას), მაგრამ ყველა ვითარებაში განმსაზღვრელია ქვეშევრდომული პოლიტიკური ორიენტაციების სიჭარბე (ბალტიისპირეთის გამოკლებით), რომლის პირობებში, ალმონდისა და ვერბას პოლიტიკური კულტურის კონცეფციის მიხედვით, მოქალაქეების უმრავლესობა ელოდება სახელმწიფოსა და  ქვეყნის გადამრჩენი ლიდერის მხრიდან სასურველ ქმედებებს; ყოველივე, დაბალი ეკონომიკური განვითარების და სუსტი ინსტიტუტების პირობებში განაპირობებს პოპულისტური ავტორიტარული ლიდერების სიჭარბეს ეროვნულ ხელისუფლებებში.

https://doi.org/10.52340/gs.2021.08.08
PDF (English)

წყაროები

პიტერ გაი ნორთჰაუზი. (2010) ლიდერობა: თეორია და პრაქტიკა/ მე-5 გამოცემა. გვ 23;

ნ. მაკიაველი (1984) თბ; გვ 183–184. (https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/makiaveli.pdf)

ფ. ნიცშე (1992) ესე იტყოდა ზარატუსტრა თბ; გვ 43; 144; 145.

Франк С.Л. (1990). Сочинения. М გვ 61–62;

მერაბ ხმალაძე. კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის სტატისტიკური. მეთოდების განვითარება. (https://dspace.tsu.ge › bitstream › handle › Develo. ნანახია 12.5.2021).

Блондель Ж. (1999) Политическая лидерства Раигородский Д. Я. Психология и психоанализ власти: Хрестоматия, Т 1. Самара გვ 61–62, 406.

Bass, B.M., & Riggio, R.E. (2006). Transformational Leadership (2d Edition). New York: Taylor & გვ 244; Bass, B.M. (1990). Bass and Stogdill’s handbook of leadership: A survey of theory and research. New York: Free press Bennis, W. G., & Nanus, B. (1985). Leaders: The strategies for taking charge. New York: Harper & Row. Bryman, A. (1992). Charisma and leadership in organizations. London: Sage.

Lasswell h. (1948) Power and Personality. N.Y ;

Лассуэлл Гарольд Д. (2005) Психопатология и политика: Монография / Пер. с англ.

Л 26 Т.Н.Самсоновой, Н.В.Коротковой. - М.: Издательство РАГС, გვ 71.

Ашин Г.И (1999) Курс элитологии. М გვ 37;

Kelley, R. (1992). The Power of Followership. New York, NY . გვ 12;

რ. სტოგდილის ლიდერული თვისებების ანალიზი: (https://studbooks.net/1384459/menedzhment/teoreticheskie_aspekty_vospitaniya_lidera ნანახია 13.5. 2020)

ილია ჭავჭავაძე. (1984) თხზ; თბ; გვ 606–607;

ვ. პუტინის საინაუგურაციო სიტყვა (2000) (https://www.mn.ru/blogs/blog_reference/80928)

Победоносцев К.П. (1996) Московский сборник. Победоносцев К.П. pro et contra. გვ 110

„ლევადა“ ცენტრი: პუტინის რეიტინგი ახალგაზრდებს შორის დაეცა 36%–დან–20%–მდე (https://meduza.io/news/2020/12/10/levada-reyting-putina-u-molodezhi-upal-za-god-c-36-do-20 ნანახია 3.5. 2021)

2020 წლის 3 ოქტომბრის გამოკითხვის შედეგებმა გერმანიაში:

(https://uf.ru/news/politics/u9/2020/10/03/303686?utm_source=yxnews&utm_medium=desktop ნანახია 28. 8.2021)

Gaman-Golutvina O. (2016) Elites and Leadership in Russian Politics. The Ashgate Research Companion to Political Leadership. 1st Edition. London And New York: Published by Routledge. 23.

პუტინის სიტყვა მიუნხენში (2007) (https://ru.wikisource.org/wiki/Rec Putina v Miunxene )_

პუტინის შეხვედრა ტრამპთან (2018) (discred.ru›tag/press…putina-i-trampa-v-helsinki)

პუტინის რეიტინგი გაიზარდა პარლამენტისადმი მიმართვის შემდეგ: (https://www.interfax.ru/russia/762948)

პუტინის რეიტინგი განაგრძობს კლებას: (https://www.the-village.ru/shorts/reyting-putina-kanava ნანახია 8.25.2021)

სტივენ ფ. ჯონსი. (2013) დემოკრატია საქართველოში. (http.//www. cicerofoundation.org / legtures/ Stephen Jones Georgia.pdf)

ა. ტუკვაძე (2014) პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი, თბ; გვ 125

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...