საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხის ამაღლების გზები

საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხი ინოვაციები სწავლებაში ინტერ- და ტრანსდისციპლინურობა

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 25, 2026

ჩამოტვირთვები

დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი და მასშტაბური  ცვლილებანი მოითხოვს ამ პროცესების მეტად ღრმად შესწავლას და ოპერატიულად რეაგირებას. ბუნებრივია, რომ ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება ეკისრება უმაღლეს სკოლებს და, პირველ ყოვლისა, უნივერსიტეტებს. სწორედ ამ უკანასკნელთა სტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, ფართო გასაქანი მიეცეს მეცნიერთა მიერ დღეს ასე რეკომენდებულ ინტერ- და ტრანსდისციპლინური კავშირების დამყარებას სხვადასხვა პროფილის ფაკულტეტებსა და  დეპარტამენტებს შორის.

შესაბამისად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხი.  

წარმოდგენილ ნაშრომში ამ მიმართულებით განიხილება რიგი საკითხებისა. ნაწილი მათგანი ეყრდნობა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებოლო სფეროში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში სტატიის ავტორები რეკომენდაციას ვუწევთ არა საზღვარგარეთული წარმატებული მიდგომების ჩვენს სივრცეში მექანიკურად გადმოღებას, არამედ მათ მისადაგებას ჩვენში არსებულ ვითარებასთან.

კერძოდ, სწავლების პროცესის ხარისხის ასამაღლებლად, ადგილობრივი პირობების გათვალის­წინებით, შემოთავაზებული არის აღნიშნული მიდგომების გარკვეული სახით მოდიფიცირებაც. ამასთან ერთად, რიგ შემთხვევებში ვიყენებთ თვისებრივად ახალ მიდგომებსაც.  ისინი ეყრდნობიან სტატიის ავტორთა სამუშაო გამოცდილებას და  მეტწილად დაფუძნებულია მიღებული გადაწყვეტილებების კომპიუტერული პროგრამების სახით რეალიზებაზე.

გარდა ამისა, გამოთქმულია მოსაზრებები, უნივერსიტეტებში სწავლების პროცესისადმი წაყენებული ახალი მოთხოვნები თუ როგორ უნდა აისახოს სასწავლო გეგმების შედგენისას, ამასთან, რომელი სახის სიახლეებს უნდა განესაზღვროთ უფრო მაღალი პრიორიტეტები. 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.