ინჟინერიაზე ფოკუსირებული STEM განათლების ტრანსფორმაცია სწავლებისადმი არსებული მიდგომის „Industry 5.0“ პარადიგმასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად

Engineering TVET and Higher Education Industry-relevant competencies Early Identification University–Industry Linkages Industrial and Educational Policy

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 22, 2026

ჩამოტვირთვები

მსოფლიო ეკონომიკის წინაშე მდგარი მუდმივად მზარდი გამოწვევების პირობებში ინჟინერიაზე ფოკუსირებული STEM განათლება სულ უფრო ხშირად განიხილება სახელმწიფოებრივი რანგის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სტრუქტურული ფაქტორის რანგში, რომელსაც რეალურად ძალუძს არსებითი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს ინდუსტრიული დინამიკის, პროდუქტიულობისა და ტექნოლოგიური განვითარების ტრაექტორიების მართებულ ჩამოყალიბებაზე. თანამედროვე ინდუსტრიის ახალი რევოლუციური პარადიგმის „Industry 5.0“ პირობებში, რომლის ერთ-ერთ საკვანძო მახასითებელს ადამიანსა და მანქანას (ციფრულ სამყაროს) შორის კომპლემენტარობის მოთხოვნა წარმოადგენს, სახელმწიფოს კონკურენტრუნარიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სწორედ, რომ საინჟინრო განათლების გათანამედროვებისა და არსებულ რეალიებთან სტრატეგიული შეთანხმებულობის ამოცანის გადაჭრა გვესახება. ამდენად, წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია მოწინავე სახელმწიფოთა ინდუსტრიული განვითარების, მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებთან შეთანხმებულობისა და მართვის შესაბამისი ფუნდამენტის უზრუნველმყოფი საგანმანათლებლო-საკადრო პოლიტიკის პროდუქტიულობათა შედარებითი ანალიზი, განიხილება ინჟინერიაზე ფოკუსირებული STEM კადრების პროფესიულ-ტექნიკური განათლება-გადამზადების (TVET) აქტუალური საკითხები. არგუმენტირებულად საბუთდება საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და მრეწველობის ობიექტებს შორის თანამშრომლობის ახალ, უფრო პროდუქტიულ ინსტიტუციონალურ რანგში აყვანის აუცილებლობა. გამოკვეთილია საუნივერსიტეტო საინჟინრო განათლების ტრანსფორმაციის, კერძოდ კი - ნეიტრალური, სრულებით დამოუკიდებელი აკადემიური სისტემიდან, ქვეყნის სამრეწველო-სტრატეგიული განვითარებისათვის ხელშემწყობ ინსტრუმენტად გარდაქმნის მიზანშეწონილობა, რისთვისაც შემოთავაზებულია სწავლების პროცესში ისეთი ახალი კომპონენტების გათვალისწინება, როგორებიცაა ინკლუზიური და დივერსიფიცირებული STEM განათლების დანერგვა, ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების განვითარების უნარების მქონე, ადამიანური კაპიტალის დივერსიფიცირებული განვითარება, არსებული სასწავლო-სამეცნიერო და/ან ლაბორატორიული ბაზების გამოყენებითი კვლევების R&D ინოვაციების ჰაბებად გარდაქმნა, საინჟინრო კომპეტენციებზე ფაქტობრივი მოთხოვნების, ცვალებადობის წინმსწრები პროგნოზირების მეთოდოლოგიების დამუშავება და ინსტიტუციონალიზაცია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ ინჟინერიაზე ფოკუსირებული STEM განათლების შემოთავაზებული მოდერნიზებული მოდელი, პრაქტიკულად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური სუვერენიტეტის ან ინდუსტრიული ავტონომიის უზრუნველყოფის ერთგვარი გარანტი, არამედ შესძინოს მათ ადაპტაციური შესაძლებლობები „Industry 5.0“ ახალ ინდუსტრიულ ლანდშაფტში სრულფასოვანი გაწევრიანებისათვის.