3.3 კომპიუტერული მეცნიერება 3.3.1.კომპიუტერული მეცნიერება: კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და დასაქმებულთა აღქმული შესრულება: ავტონომიისა და სამუშაოს წნეხის როლი

ხელოვნური ინტელექტი (AI) ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აღქმული შესრულება ავტონომია სამუშაოს წნეხი JD–R თეორია

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
April 2, 2026

ჩამოტვირთვები

წინამდებარე კვლევის მიზანია ორგანიზაციულ კონტექსტში დასაქმებულების მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასა და მათ მიერ აღქმულ შესრულებას შორის კავშირის შესწავლა. სამუშაო რესურსებისა და მოთხოვნების (JD–R) თეორიის ჩარჩოზე დაყრდნობით, ნაშრომი აანალიზებს ავტონომიის, როგორც სამუშაო რესურსის, და სამუშაოს წნეხის, როგორც სამუშაო მოთხოვნის როლს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და შესრულების კავშირში. ხელოვნური ინტელექტის კონსტრუქტი შედარებით ახალია ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში და მისი კვლევა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან არსებული კვლევები ცხადყოფს დასაქმებულების სამუშაოს შესრულებაზე მასშტაბურ გავლენას.

ონლაინ გამოკითხვის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა სხვადასხვა სექტორში და თანამდებობაზე დასაქმებულმა 178-მა პირმა მიიღო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პირდაპირ არ მოქმედებს დასაქმებულის სამუშაოს შესრულებაზე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ირიბად უკავშირდება სამუშაოს შესრულებას ავტონომიის გზით: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ზრდის დასაქმებულის დამოუკიდებლად მოქმედების უფლებამოსილებას, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს შესრულების აღქმას. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ სამუშაოს წნეხის მაღალი დონე აძლიერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და შესრულებას შორის კავშირს. კერძოდ, მაღალი დატვირთვის პირობებში ტექნოლოგია უფრო ეფექტურ რესურსად იქცევა შესრულების გასაუმჯობესებლად. ამგვარად, ნაშრომი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ავტომატურად არ იწვევს ეფექტიანობის ზრდას, არამედ დამოკიდებულია სამუშაოსთან დაკავშირებულ ფაქტორებზე. პრაქტიკული თვალსაზრისით, ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სამუშაო დიზაინზე, კერძოდ, თანამშრომელთა ავტონომიის ზრდაზე, რათა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ეფექტურ სამუშაო რესურსად გარდაიქმნას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.