ქართული კაბის კონსტრუქციის პარამეტრების მონაცემთა ბანკის ფორმირება
ჩამოტვირთვები
ქართული ტრადიციული სამოსი ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ხელთუქმნელი ძეგლია, მისი იდენტობის, ღირებულებების და მსოფლმხედველობის გამოხატულება. ქართულმა ეროვნულმა სამოსმა დღეისათვის დამკვიდრებული, ტრადიციული იერსახე ხანგრძლივი ევოლუციური პროცესის შედეგად, ΧVΙΙΙ ს-ის შუა ხანებში მიიღო და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – მთაში, ბარსა და ზღვისპირეთში, ადგილობრივი პირობების შესაბამისი, თვითმყოფადი, ინდივიდუალური ფორმით დამკვიდრდა. მისი ფორმებისა და სახეების მრავალფეროვნება, კონსტრუქციულ-კომპოზიციური გადაწყვეტილებების უჩვეულობა, უდაოდ შთამბეჭდავი მასალა და შემოქმედებითი იდეების შთაგონების უშრეტი წყაროა თანამედროვე ტანსაცმლის სპეციალისტებისათვის. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ტრადიციული სამოსის ნიმუშები მუზეუმების საკუთრება გახდა და მუზეუმების ექსპონატებში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. დიდია სპეციალისტების და ქართული მატერიალური კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოების ინტერესი ეროვნული სამოსის ნიმუშებისადმი, მაშინ როცა სამუზეუმო ექსპონატებთან წვდომა საკმაოდ შეზღუდულია, რადგან მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. დროთა განმავლობაში ეროვნული სამოსის სამუზეუმე ნიმუშები გახდება უფრო უნიკალური და ფასეული, მათთან წვდომა კი კიდევ მეტად შეიზღუდება, ქედან გამომდინარე, აუცილებელია ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიღება ნიმუშებთან უშუალო კონტაქტის გარეშე. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია სამოსის კონსტრუქციული ელემენტების სისტემატიზაციით, ციფრულ ფორმატში მონაცემთა ბაზის ფორმირებით და საძიებო-საინფორმაციო პროგრამის შექმნით.
ქართული კაბის კონსტრუქციულ მახასიათებლებს შორის მნიშვნელოვანია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ქართული კაბის წელის ხაზზე დანაწევრებისა და კაბის ყელის ღიობი-შესაკრავის სახეები. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო სტატიაში განხილულია ქართული კაბის ზემოაღნიშნული კონსტრუქტორული მახასიათებლების ანალიზი და მონაცემთა ბაზის ფორმირება.
ქართული კაბის კონსტრუქტორული მახასიათებლების – კაბის წელის ხაზზე დანაწევრების და კაბის ყელის ღიობი-შესაკრავის ანალიზის საფუძველზე განხორციელდა ყველა მაჩვენებლის კოდირება, რაც საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა ელექტრონული ბაზის შედგენისათვის. კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება ქართული ტრადიციული სამოსის კონსტრუქციულ-კომპოზიციური მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების პროცესში, ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ტრადიციული სამოსის მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების დროს, რის საფუძველზე დამუშავებული იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება სამუზეუმო ნიმუშების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
Downloads
Chuprina, N. V., Remenieva, T. V., Frolov, I. V., Tereshchenko, O. H. (2021) Design of the Contemporary Garments on the Basis of the Transformation of Stylistic and Artistic-Compositional Characteristics of Traditional Decorative Art. Art and design. 3(15). 30–44.
Dolidze, N., & Darsavelidze, K. (2024a). Analysis of structural features of Georgian traditional clothing and formation of an electronic bank. Georgian Scientists, 6(1), 143–149. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.19
Dolidze, N., & Darsavelidze, Kh. (2024b). Research on awareness of traditional Georgian clothing. ISJ Theoretical & Applied Science, 02 (130), 243-247. Soi: http://s-o-i.org/1.1/TAS-02-130-22 Doi: https://dx.doi.org/10.15863/TAS.2024.02.130.22
Dolidze, N., Datuashvili, M., Ugrexelidze, I., Charkviani, I., Chirgadze, K., Lursamanashvili, L., & Kvantidze, G. (2017). Illustrated reference book of georgian national clothing. Kutaisi: ATSU.
Dolidze, N., Datuashvili, M., Ugrexelidze, I., Charkviani, I., Chirgadze, K., Lursamanashvili, L., & Kvantidze, G. (2016). Research of Georgian national clothes according to written sources, museum exponants and iconographic materials. Kutaisi: ATSU.
Exer, M. (2011). On request: Georgian national costume. Retrieved March 24, 2024, from Livejournal: https://ekser.livejournal.com/263903.html#cutid1.
Jansen, M. A., & Craik J., (2016). Modern FashionTraditions Negotiating Traditionand Modernity throughFashion“ Bloomsbury Academic. 244.
Ugrekhelidze, I., & Kiknavelidze, L. (2022). Modern design of a costume using the elements of Tushetian women's clothing. Індустрія моди. Fashion Industry.
Ugrekhelidze, I., Dolidze, N., & Darsavelidze, K. (2019). Formation of the information base of Georgian national clothes. ISJ Theoretical & Applied Science, 09 (77), 368-371.
Yilmaz A. FL. & Harmankaya H., (2014). Creating New Desings On the Basis of Traditional Clothes (Example Of Kocael?), Proceedings of International Academic Conferences 0702414, International Institute of Social and Economic Sciences.
Дарсавелидзе, Х., Долидзе, Н. А., & Датуашвили, М. В. (2017). Проектирование современной одежды на основе грузинского национального костюма. Вісник Київського національного університету технологій та дизайну. Серія Технічні науки.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

