საგზაო სამოსის მდგომარეობის შეფასება და მდგომარეობის ინდექსის გამოყენება საგზაო ქსელის კვლევის პროცესში

საგზაო სამოსი PCI ინდექსი გზების მდგომარეობის შეფასება საგზაო ინფრასტრუქტურა ასფალტბეტონის საფარი გზების მართვის სისტემა

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
მარტი 11, 2026

ჩამოტვირთვები

სტატიაში განხილულია საავტომობილო გზების საგზაო სამოსის მდგომარეობის შეფასების თანამედროვე მიდგომები და წარმოდგენილია საგზაო საფარის მდგომარეობის ინდექსის (PCI - Pavement Condition Index) გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს საგზაო ქსელის კვლევის პროცესში. გაანალიზებულია გზების მდგომარეობის შეფასების არსებული მეთოდები, მათ შორის ვიზუალური ინსპექტირება, საფარის სისწორის საერთაშორისო ინდექსის (IRI - International Roughness Index) განსაზღვრა და საგზაო სამოსის მზიდუნარიანობის შეფასება.

ნაშრომში განხილულია ასფალტბეტონის საფარის დაზიანებების კლასიფიკაცია PCI მეთოდის მიხედვით და შეფასებულია მისი გამოყენების შესაძლებლობა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. წარმოდგენილია მეთოდის ოპტიმიზაციის რამდენიმე წინადადება, მათ შორის დაზიანებების კლასიფიკაციის გამარტივება, იშვიათი დაზიანებების ჩამონათვალიდან ამოღება და დამატებითი დაზიანებების გათვალისწინება, რომლებიც დაკავშირებულია ხიდების კონსტრუქციებთან.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ PCI ინდექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს საგზაო ქსელის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და ხელს უწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.