ოჯახი პოლიტიკური სოციალიზაციის მთავარი აქტორი საქართველოში

პოლიტიკური სოციალიზაცია აგენტი „სუფრის კულტურა“ ღირებულებები ოჯახი

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
თებერვალი 25, 2026

ჩამოტვირთვები

ოჯახი მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოადგენს პოლიტიკური სოციალიზაციის წამყვან აგენტს, რომელშიც გამომუშავებული ღირებულებები, ჩვევები, პოლიტიკურ წარმოდგენები ქმნიან საფუძველს პიროვნული განვითარებისთვის. ადამიანი ოჯახის მეშვეობით აცნობიერებს თავის რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას, რომელიც იშვიათად იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე და აქტიურ როლს თამაშობს სოციალიზაციის პროცესში. ოჯახები, როგორც სოციალიზაციის პირველადი  და „მუდმივი აგენტები“, სხვადასხვა როლს თამაშობენ განსხვავებული რეჟიმებისა და საზოგადოებრივ განვითარების საფეხურებზე.

ქართულ სინამდვილეში ოჯახი სახელმწიფოს ძლიერების ფუნდამენტია და მართლმადიდებლური ეკლესია მმართველ ელიტებთან ერთად ყველანაირად ცდილობენ დაიცვან (მათ შორის საკანონმდებლო დონეზე)  საკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ოჯახური ტრადიციები, ღირებულებები. ნაშრომში, რ. პატნემის „სოციალური კაპიტალის“ თეორიაზე დაყრდნობით  პირველადაა გაანალიზებული, „ქართული სუფრის კულტურის“ როლი პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.