4. ჯანმრთელობის მეცნიერებები 1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა 4.1 მედიცინა

საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ალკალოიდშემცველი მცენარის ციტოტოქსიკური აქტივობის შესწავლა

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
თებერვალი 23, 2026

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში გავრცელებული მცენარეების Delphinium elisabethae N. Busch, Solanum nigrum L., Sophora japonica L. და Vinca herbacea Waldst. et Kit. მიწისზედა ნაწილების შესწავლა ალკალოიდების შემცველობისა და მათი ბიოლოგიური აქტივობის შეფასებისთვის.

სითხე-სითხოვანი ექსტრაქციის შედეგად მიღებულ ალკალოიდების ჯამებში ფიტოქიმიური კვლევებით იდენტიფიცირებულია დიტერპენული (D. elisabethae), სტეროიდული (S. nigrum), ქინოლიზიდინის (S. japonica) და ინდოლის ჯგუფის ფუძეები (V. herbacea).

In vitro ციტოტოქსიკური აქტივობა შეფასდა სამ უჯრედულ ხაზზე — A-549 (ადამიანის ფილტვის კარცინომა), DLD-1 (სწორი ნაწლავის ადენოკარცინომა) და WS-1 (ადამიანის ნორმალური ფიბრობლასტები) Resazurin-ისა და Hoechst-ის მეთოდების გამოყენებით.

  1. herbacea ალკალოიდების ჯამი გამოირჩეოდა მკვეთრად გამოხატული ციტოტოქსიკური მოქმედებით A-549 და DLD-1 ხაზებზე, მაგრამ არ იყო ტოქსიკური WS-1 უჯრედების მიმართ. S. nigrum ჯამმა გამოამჟღავნა ზომიერი აქტივობა ყველა ხაზის მიმართ, ხოლო D. elisabethae და S. japonica ალკალოიდების ჯამებმა წარმოადგინეს სუსტი ციტოტოქსიკური ეფექტი.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>