ეროვნული პოლიციის როლი, საფრანგეთის პოლიტიკურ უსაფრთხოებაში

საფრანგეთის რესპუბლიკა უსაფრთხოების პოლიტიკა ეროვნული პოლიცია ჰიბრიდული მეთოდები გამოწვევები

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
February 17, 2026

ჩამოტვირთვები

XXI საუკუნეში, ეროვნული უსაფრთხოება კვლავ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ გლობალიზაციის პროცესის პარალელურად, გლობალურ დონეზე ომების წარმოება აქტუალურობას დაკარგავდა, არ გამართლდა. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების საკითხმა წინა პლანზე წამოიწია, შესაბამისად მნიშვნელოვანი გახდა, არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა საფრთხეების კუთხითაც არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. ომის ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებამ, წარმოშვა უსაფრთხოების სექტორზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, შესაბამისად არსებული რეალობიდან გამომდინარე, ქვეყნები ცდილობენ ერთის მხრივ მოქმედებათა ციკლისა და მეორეს მხრივ პასუხისმგებლობის მიმართულებების გაწერასა და კოორდინაციას. ზემოაღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის როლის განხილვა, რომელიც სტაბილურობის, ლეგიტიმურობისა და დემოკრატიული პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფის ძირითად საყრდენს წარმოადგენს.

ეროვნული პოლიციის საქმიანობა ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგის პრევენციული და ოპერატიული უზრუნველყოფის საფუძველზე, შესაბამისად მჭიდრო კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სპეცსამსახურებთან, რაც ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველს წარმოადგენს.

სტატია მიზნად ისახავს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მიერ წარმოებული უსაფრთხოების მექანიზმების ეფექტურობის გაანალიზებას, შესაბამისად გამოყენებულ იქნა ხარისხობრივი კვლევის მეთოდი,              დესკრიპტიულ - ანალიტიკური მიდგომა, ინსტიტუციური და დოკუმენტური კვლევის მეთოდები. გაანალიზებულია რელევანტური ქართული და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც შემუშავდა ორი საკვლევი კითხვა:

  • რა განაპირობებს საფრანგეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის დეტერმინანტებს, ჰიბრიდული ომის კონტექსტში ?
  • რა ფაქტორები განსაზღვრავენ საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოებას?

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში აქტუალურია, შესაბამისად ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეთმობა ყურადღება. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ რაც უფრო აქტუალურია საერთაშორისო ინტერესი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მიმდინარე მოვლენების გაანალიზება. ეროვნული პოლიციის სტრატეგიული ფუნქცია, გამომდინარეობს სახელმწიფოს პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ურთიერთკავშირშია მრავალდონიან და სახელმწიფოს სტაბილურობაზე უწყვეტად მოქმედ მნიშვნელოვან მექანიზმებთან.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.