3. ფიზიკური მეცნიერებები 3.10 ფიზიკა და ასტრონომია

მზის აქტივობა და დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი

დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო ინდექსი მზის აქტივობა მზის ლაქები კოსმოსური სხივები

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
January 24, 2026

ჩამოტვირთვები

შესწავლილი იქნა კავშირი მზის აქტივობასა და დოუ ჯონსის ინდუსტრიულ საშუალო ინდექსს შორის 1896 წლიდან 2021 წლამდე. გამოყენებული იქნა კორელაციისა და კროს-კორელაციის მეთოდები მცოცავი დროითი ფანჯრით და ვეივლეტ კოჰერენტულობის ანალიზი. აღმოჩენილია, რომ 11-წლიანი პერიოდულობით კორელაცია 0.5-ზე მეტია 1906–1936 და 1964–2000 წლებში და 95%-იანი სანდოობის დონით მოჩანს 1910–1930 და 1990–1994 წლებში. იმავე პერიოდებში მაღალი, 95%-იანი სანდოობით იქნა გამოვლენილი 11 წლიანი სინქრონიზაცია კოსმოსური სხივების მონაცემებსა და დოუ ჯონსის ინდუსტრიულ საშუალო ინდექსს შორის, ხოლო მზის ლაქების რაოდენობასა და კოსმოსური სხივების მონაცემებს შორის 1964–2000 წწ. კორელაცია მაღალია ფაზური სხვაობით. შესწავლილ მოვლენებს შორის კორელაციის გამოვლენა რთულია, ვინაიდან ფინანსურ ინდექსებზე ერთდროულად მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ფინანსურ ინდექსებსა და მზის აქტივობას ან კოსმოსურ სხივებს შორის კორელაციების შესწავლა ფინანსური საპროგნოზო მოდელებისა და სისტემური რისკების შესაფასებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.