1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა

შეზღუდული კონკურენციის პირობებში წამლის ფასების რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა და მათი გავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე

გარე რეფერენტული ფასები მონოპოლიური ბაზარი რეგულირება საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი წამლის ფასი ხელმისაწვდომობა

ავტორები

ტომ. 8 No. 1 (2026)
სტატიები
January 16, 2026

ჩამოტვირთვები

ფარმაცევტული სექტორი გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციის, ინფორმაციული ასიმეტრიისა და დაბალი ელასტიურობის მაჩვენებლებით, რაც აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფო მხრიდან ჩარევას სხვადასხვა რეგულაციების საშუალებით. წინამდებარე კვლევა მიმართულია წამლის ფასების რეგულირების მექანიზმების ანალიზსა და მათ გავლენაზე მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც წამლების იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო რეალიზაცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჯგუფების ხელშია კონცენტრირებული,  ვერტიკალური  და ჰორიზონტალური ინტეგრაცია აძლიერებს მონოპოლიურ გავლენას და ზღუდავს კონკურენციის ბუნებრივ მექანიზმებს.

კვლევა ეფუძნება თვისებრივ ანალიტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ ანალიზს, პოლიტიკის შედარებით  შეფასებას, ბაზრის სტრუქტურის მიმოხილვას და მეორადი მონაცემების გამოყენებას. შეფასებულია გარე რეფერენტული ფასების (ERP), შიდა რეფერენტული ფასების (IRP), ფასების პირდაპირი კონტროლის, ფასზე მოლაპარაკებების, ტენდერული მექანიზმებისა და კონკურენციის გაძლიერების სხვადასხვა ინსტრუმენტები.

შედეგებმა ცხადყო, რომ ERP-ის მეთოდი მონოპოლიურ გარემოში მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს ფასების რეგულირებას: იგი ქმნის ადმინისტრაციულ ზღვარს, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყოფს რეალურ ფასთა შემცირებას ან მომხმარებელზე მნიშვნელოვან გავლენას. მაღალი ბაზრის კონცენტრაცია და კონკურენციის ნაკლებობა ამცირებს გენერიკებისა და ბიოსიმილარების პოტენციურ ეფექტს და ზღუდავს მომხმარებლის არჩევანს. კვლევა, ასევე, ხაზს უსვამს რეგულაციისა და კონკურენციის პოლიტიკას შორის ურთიერთკავშირს: ეფექტური ფასების რეგულირება შეუძლებელია კონკურენტული წნეხის გარეშე.

კვლევის საფუძველზე წარმოდგენილია რეკომენდაციები: ERP-ის მეთოდის დინამიზება ბაზრის პირობებთან, კონკურენციის გაძლიერება გენერიკებისა და ბიოსიმილარების გამოყენებით, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შეზღუდვა, ფასზე მოლაპარაკებებისა და ტენდერული მექანიზმების განვითარება. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ბაზრის მდგრად კონკურენტულობასა და ფარმაცევტული რეგულაციის ეფექტიანობის ზრდას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.